ლანა გალდავა - ნატო-ს სამიტზე დადასტურდა, რომ მიუხედავად ხელისუფლების ქმედებებისა, მათ ქართველი ხალხი არ მიუტოვებიათ

პარტია "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ლანა გალდავა რიგაში მიმდინარე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს და ქართველ ხალხს, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ განხორცილებული დამაზიანებელი ქმედებებისა, მათ ქართველი ხალხი არ მიუტოვებიათ.

ლანა გალდავას თქმით, ახლა აუცილებელია საქართველოს საგარეო რისკების გათვალისწინებით, შეიქმნას მძლავრი პლატფორმა.

"რიგაში მიმდინარე ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სტრატეგიული პარტნიორები მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს და ქართველ ხალხს. მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ განხორცილებული დამაზიანებელი ქმედებებისა, მათ ქართველი ხალხი არ მიუტოვებიათ და ათწლეულების განმავლობაში იღწვიან საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღებისთვის, ინსტიტუციების გაძლიერებისთვის.

ძალიან სამწუხაროა, რომ სტრატეგიული პარტნიორების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ხელისუფლება არ, ან ხშირ შემთხვევაში, ვერ ასრულებს. მათ კიდევ ერთხელ განგვიმარტეს, რომ ეხმარებიან საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას ერთობლივი წვრთნებით და საზღვაო უსაფრთხოების მხარდაჭერით, მაგრამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე უმნიშვნელოვანესია კანონის უზენაესობის დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა, რაც, თავის მხრივ, დემოკრატიის თანმდევი მახასიათებლებია. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს საგარეო რისკების გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას მძლავრი პლატფორმა, რომელიც იმუშავებს სამი მიმართულებით: სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება აშშ-თან, რაც გამოხატული იქნება ორმხრივ სამხედრო ხელშეკრულებაში , აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სწრაფი ამოქმედება და ეროვნული კონსოლიდაციისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის აქტის - “ლუსტრაციის კანონის" მიღება" , - განაცხადა ლანა გალდავამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს