ანრი ოხანაშვილი - როგორც ჩანს, ადვოკატები სააკაშვილს უმალავენ მოცემულობას, რომლის მიხედვითაც, დისტანციურად დანაშაულის ჩართულობა იგივე პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორსაც ადგილზე მყოფ ბრძანების გამცემებს

როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატები მიხეილ სააკაშვილს უმალავენ იმ სამართლებრივ მოცემულობას, რომლის მიხედვითაც დისტანციურად დანაშაულის ჩართულობა იგივე პასუხისმგებლობას აკისრებს ამ ადამიანს, როგორსაც ადგილზე მყოფ ბრძანების გამცემებს, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც დღეს სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილის გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამასთან, ოხანაშვილის განცხადებით, სააკაშვილს როგორც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირს უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა მოეთხოვება.

„სააკაშვილის ადვოკატები, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს უმალავენ იმ სამართლებრივ მოცემულობას, როდესაც ადამიანი, რომელიც მართალია დანაშაულის ადგილზე არ იმყოფება, მაგრამ დისტანციურად ჩართულია ამ პროცესში და ეს თავადვე თქვა სააკაშვილმა, რომ ტელევიზორს ადევნებდა თვალ-ყურს და ასე შემდეგ. პრაქტიკულად ეს აღიარებითი ჩვენებაა და სხვა არაფერი, რომ დისტანციურად დანაშაულის ჩართულობა იგივე პასუხისმგებლობას აკისრებს ამ ადამიანს როგორ პასუხისმგებლობასაც ადგილზე მყოფ ბრძანების გამცემებს. ის რომ ადგილზე მყოფი ბრძანების გამცემები პასუხისმგებლები არიან, ეს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობას არა თუ არ გამორიცხავს მისი დისტანციური ჩართულობით, არამედ მას როგორც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირს უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას სთხოვს. ეს სამართლებრივი მოცემულობა უნდა აუხსნან თავისმა ადვოკატებმა თუ იციან თანამედროვე სისხლის სამართალში არსებული სამართლებრივი განვითარებები“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
განსაკუთრებული შეთავაზება მხოლოდ ოფიციალური Samsung-ის შეძენისას
ახალი კოროლა კროსი – დახვეწილი SUV სტილი