კელი დეგნანი - დიდ პატივს ვცემ კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში - 2%-იანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას

დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც მრავალი სხვა კონსტიტუციონალისტი ექსპერტის, რომელთა გაცნობის შესაძლებლობა საქართველოში მომეცა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, 2 პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში მრავალპარტიულ სისტემას.

„რა თქმა უნდა, მე დიდ პატივს ვცემ ბატონი კობახიძის ცოდნასა და გამოცდილებას საკონსტიტუციო სამართალში, ისევე როგორც მრავალი სხვა კონსტიტუციონალისტი ექსპერტის, რომელთა გაცნობის შესაძლებლობა საქართველოში მომეცა. ეს ქვეყანა ნამდვილად ბედნიერია, რომ ჰყავს საკონსტიტუციო სამართლის სფეროში მრავალი განათლებული და კარგად ინფორმირებული სპეციალისტი. მე ასევე მაქვს საკონსტიტუციო სამართალში გამოცდილება, მათ შორის დავხმარებივარ ქვეყანას კონსტიტუციის შემუშავებაში. ეს მოიცავდა შედარებით ანალიზსს სხადასხვა კონსტიტუტებსა და აპოლიტიკურ სისტემებს შორის იმის შესადარებლად, თუ რა მუშაობდა კარგად ამა თუ იმ სისტემაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო, თუმცა საბოლოოდ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა არის საუკეთესო მისი სისტემისთვის.

საქართველოს ლიდერებმა დიდი დრო დაუთმეს იმ საკითხზე დებატებსა და განხილვებს, თუ რა არის სწორი საქართველოსთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო 1 პროცენტიანი ბარიერი. ვფიქრობ, ყველა პარტიის ლიდერი, მათ შორის მმართველი პარტიის, შეთანხმდა, რომ საკმაოდ პოზიტიური შედეგი იყო, რომ ბარიერის დაწევის შედეგად პარლამენტში მოხვდა ცხრა ძალიან განსხვავებული პარტია. ამ მიზეზით საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა კვლავ განიხილეს ეს საკითხი, ისინი შეთანხდნენ, რომ დაბალი 2 პროცენტიანი ბარიერი და სრულად პროპორციული არჩევნები არის ამჟამად საქართველოსა და მისი დემოკრატიული განვითარების საუკეთესო ინტერესებში. მრავალი ადამიანი ელოდებოდა, რომ სრულიად პროპორციული საარჩევნო სისტემა 2019 წელს ამოქმედდებოდა. ეს საკითხი ახლა კონსტიტუციაშია და 2 პროცენტიანი ბარიერი განკუთვნილია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მრავალპარტიულ სისტემას, რომელიც პარლამენტში მეტ მრავალფეროვნებას შექმნის და იქ საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი ხმისა და მოსაზრების წარმოდგენას შეუწყობს ხელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო საქართველოს პოლიტკური ლიდერების შეთანხმება, რაც ამჟამად საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა.

„მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი - 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, არის თუ არა საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადების ადრესატი, რომელიც მან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს