ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსსა და ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, ახლად არჩეული საკრებულოების პირველ სხდომებს უხმაუროდ არ ჩაუვლია იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, რომლის საკრებულოებში გასულ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი არც მმართველი და არც ოპოზიციის სასარგებლოდ არაა.

სხვა მუნიციპალიტეტების იმ საკრებულოებში, სადაც მმართველი გუნდი დომინირებს, საკრებულოს სხდომები ჩვეულებრივ ჩატარდა, არჩეულ იქნენ თავმჯდომარეები, მოადგილეები და ახლა ისინი 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმუშავებენ. შეიძლება ითქვას, რომ ასე თუ ისე, ადგილობრივი ორგანოები მუშაობას შეუდგნენ.

თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნების შემდეგ საკრებულოებში საერთოდ არსებულ ვითარებას, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე ქალაქში სათუოა, შეძლებენ თუ არა რიგი საკრებულოები სრულფასოვან ფუნქციონირებას?

- საკრებულოების პირველი სხდომაზე რომ დაპირისპირება იქნებოდა, ამას დიდი გამოცნობა არ სჭირდებოდა. ისედაც დაძაბული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, მმართველმა პარტიამ დიდი ნაბიჯი გადადგა ამ დაპირისპირების უფრო მეტად გაზრდისაკენ, როცა მომავალი წლის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულოებს მიაღებინა.

არჩევნების აზრი იმაშია, რომ მოსახლეობა, თავისი ხმის მიცემით, განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა მართოს მუნიციპალიტეტი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ხელისუფლებამ კი, თავისი ნაბიჯით, ახლად არჩეულ საკრებულოებს წაართვა მისი უმთავრესი უფლება - დაგეგმოს მომავალ წელს მუნიციპალიტეტში განსახორცილებლი ხარჯები, პროექტები და პროგრამები.

ფაქტობრივად, ამით საკრებულოს ჩამოაცილა მისი უმთავრესი ფუნქცია, რითაც ამომრჩევლის ნების იგნორირებაც მოახდინა. „ქართულმა ოცნებამ“ გათვალა მოკლევადიან ეფექტზე., თავიდან მოიშორა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების ამწუთიერი პრობლემა და ამით ადგილებზე თითქოს თავიდან აირიდა მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი.

მაგრამ, ასეთი მეთოდებით პოლიტიკური კრიზისების განმუხტვის მცდელობა, ჩემი აზრით მცდარი გზაა. ხელისუფლებამ საკუთარი თავი და მუნიციპალიტეტები დააყენა უფრო უარესი გამოწვევის წინაშე, ეს არის პერმანენტული კრიზისი ბევრ მუნიციპალიტეტში.

ქართულმა ოცნებამ“ გათვალა მოკლევადიან ეფექტზე., თავიდან მოიშორა მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების ამწუთიერი პრობლემა და ამით ადგილებზე თითქოს თავიდან აირიდა მოსალოდნელი პოლიტიკური კრიზისი... ასეთი ნაბიჯებით ხელისუფლებამ საკუთარი თავი და მუნიციპალიტეტები დააყენა უფრო უარესი გამოწვევის წინაშე, ეს არის პერმანენტული კრიზისი ბევრ მუნიციპალიტეტში

ის ურთიერთუნდობლობა და დაპირისპირება, რაც იყო თბილისში, პოლიტიკურ ლიდერებს შორის, ახლა კიდევ უფრო მწვავე ფორმით ჩავიდა ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში და ა.შ. იმიტომ, რომ, ცენტრალური ხელისუფლების ბრძანებით, იქაურმა ადგილობრივმა ლიდერებმა თავიანთი კოლეგები, ფაქტობრივად, გადააგდეს და მათ წაართვეს საკუთარი ფუნქციის შესრულების, იმ საქმის კეთების საშუალება, რისთვისაც არიან პოლიტიკაში და რაც მათ ამომრჩეველმა დაავალა.

ბუნებრივია, მმართველი პარტიის ასეთმა ნაბიჯმა უკვე ადგილობრივ დონეზე დააპირისპირა ერთმანეთს პოლიტიკოსები, პარტიებს და მათ წარმომადგენლებს შორის მწვავე ურთიერთუნდობლობა ქალაქებსა და სოფლებში გადავიდა.

- როგორც ჩანს, რიგ, თუ შეიძლება ასე ითქვას, პრობლემურ საკრებულოებში საქმიანობის დაწყება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა, ხელისუფლებამ ივარაუდა და სწორედ ამიტომ ძველ საკრებულოებს დაამტკიცებინა 2022 წლის ბიუჯეტი.

გასაგებია, რომ ხელისუფლება შეეცადა ადგილობრივ ორგანოების საქმიანობაში პრობლემები არ გაჩენილიყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მმართველმა გუნდმა საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილება მიიღო. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ძველი საკრებულოების მიერ 2022 წლის ბიუჯეტების დამტკიცებას, ხოლო მეორე მხრივ მომხდარზე ხელისუფლების რეაქციას?

- შექმნილ ვითარებაში, როცა დაპირისპირება ისეთ ფაზაშია, რომ არც ერთ მხარეს არ აქვს უკან დახევის პოლიტიკური პოტენციალი, უნდა გავითვალისწინოთ ის ზოგადი პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც ქვეყანაშია და ის ეხება სააკაშვილის პატიმრობას.

ანუ მთავარ ოპოზიციურ ძალას ლიდერი ციხეში უზის, დაპირისპირების ტემპერატურა პიკზეა, საზოგადოება ისედაც გახლეჩილია და სწორედ ამ ვითარებაში ხელისუფლება დგამს ამ ნაბიჯს.

ჩემი აზრით, ასეთი საქციელით, ხელისუფლებამ კი არ დააწყნარა ვითარება, არამედ მუნიციპალიტეტებში პერმანენტული პოლიტიკური კრიზისის კერის გაჩენას შეუწყო ხელი.

„ოცნების“ მთავარი არგუმენტია, მას რომ ეს არ ექნა, ოპოზიცია უარესს იზამდა, არ დაამტკიცებდა ბიუჯეტს, გააჩერებდა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობას და ა.შ. გასაგებია ხელისუფლების შიშები, მაგრამ იგივე იანვარ-თებერვალში, როცა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მთავრობა მუნიციპალიტეტებს თანხებს გამოუყოფს, ეს თანხები ხომ ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა აისახოს?

ამას ხომ ბიუჯეტში ცვლილებები სჭირდება და შექმნილ ვითარებაში როგორ ხედავს „ოცნება“, მოხერხდება საკრებულოების ნორმალური მუშაობა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცება და ა.შ.?

ამას არ ჯობდა, ხელისუფლებას თავიდანვე დიალოგის და კომპრომისების გზით ეცადა საკითხების მოგვარება, შეეთავაზებინათ ოპოზიციისთვის საკრებულოს მართვის ევროპული გამოცდილების გაზიარება, პასუხისმგებლობები და თანამდებობები - საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები, გადაენაწილებინათ მიღებული პროცენტების შესაბამისად, მათთვისაც გაენაწილებინათ მართვის ბერკეტები.

ამას არ ჯობდა, ხელისუფლებას თავიდანვე დიალოგის და კომპრომისების გზით ეცადა საკითხების მოგვარება, შეეთავაზებინათ ოპოზიციისთვის საკრებულოს მართვის ევროპული გამოცდილების გაზიარება, პასუხისმგებლობები და თანამდებობები - საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, კომისიის თავმჯდომარეები, გადაენაწილებინათ მიღებული პროცენტების შესაბამისად, მათთვისაც გაენაწილებინათ მართვის ბერკეტები

ასეთი ნაბიჯით მმართველი გუნდი უარს იტყოდა სისტემაზე, სადაც პირველ ადგილზე გასულს მიაქვს ყველაფერი, ხოლო ყველა დანარჩენს, ჩხუბის და ყვირილის გარდა, სხვა არანაირი ფუნქცია არ რჩება. უფრო უკეთესი ხომ არ იქნებოდა, ხელისუფლებას ამ მიმართულებით ეფიქრა?

- ოპოზიციის ლიდერებმა ბათუმში განაცხადეს, რომ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციური წევრები შეეცდებიან ბათუმის ახლად არჩეულმა საკრებულომ საქმიანობა ვერ შეძლოს და საქმე იქამდე მივიდეს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს, დანიშნოს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები.

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თუ ბათუმსა და შესაძლოა კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში სწორედ ასე განვითარდა პროცესები, პრობლემურ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში დაინიშნოს საკრებულოების რიგგარეშე არჩევნები?

- ჩემი აზრით ოპოზიცია ერთ ფუნდამენტურ შეცდომას უშვებს. საკმაო ხანი ვიყავი პოლიტიკაში და ვიცი, როგორ აზროვნებენ ჩვენი პოლიტიკოსები. მათ ჰგონიათ, რომ ნებისმიერი მაცხოვრებლისთვის მთავარი საფიქრალი და მთავარი სალაპარაკო თემები სწორედ ის საკითხებია, რასაც პოლიტიკოსები თავიანთ შეკრებებზე საუბრობენ, რომ ადამიანებს ხელისუფლების მიმართ იგივე პრეტენზიები აქვს, რაც თავად და მათ აქტივისტებს.

არადა, ადამიანები ხელისუფლებისგან ელიან უშუალოდ მათი, მათი ოჯახების პრობლემების გადაჭრას, სურთ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუგვაროს ის საკითხები, რაც დგას მათი სოფლის, მათი ქალაქის, მათი უბნის წინაშე.

ამ დროს ჩართავენ ტელევიზორს და ხედავენ გახელებულ ქართველ ოპოზიციონერებს ლექსიკით „ბიძინა პუტინის აგენტია,“ „ბიძინა გვძარცვავს“, „ბიძინა ჩვენს ხარჯზე გამდიდრდა“, „ოცნება“ რუსეთის მონაა“, ამიტომ „არ მივცემთ საკრებულოს სხდომის ჩატარების საშუალებას“, „არ მივიღებთ ბიუჯეტს“ და ა.შ.

ფიქრობს ეს ადამიანი და ხედავს, რომ მას სხვა პრობლემები აწუხებს, პოლიტიკოსები სხვა რამეზე ესაუბრებიან. ვისაც ჩაკირკიტება და გაანალიზება უყვარს, ის კიდევ კითხვებს სვამს და რაღაც ვერ ხედავს იმას, თუ როგორ ძარცვავს და ატყავებს მას ეს ბიძინა, რატომ თქვა უარი „ოცნებამ“ ევროინტეგრაციის პროცესზე და ა.შ.

ამიტომ, ჩემი აზრით, ოპოზიციას, საკუთარი ტაქტიკის შერჩევისას, სერიოზული დაფიქრება სჭირდება. თუკი მისი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი მოსახლობისთვის იქნება მუნიციპალიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების შეჩერება, სერვისების მიწოდების ხარისხის გაუარესება, ბიუჯეტში ცვლილებების არდამტკიცების, მუნიციპალური პროგრამებისთვის თანხების არგამოყოფის გამო, არ მგონია, რომ ამით ოპოზიციამ მოიგოს.

ოპოზიციას, საკუთარი ტაქტიკის შერჩევისას, სერიოზული დაფიქრება სჭირდება. თუკი მისი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი მოსახლობისთვის იქნება მუნიციპალიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების შეჩერება, სერვისების მიწოდების ხარისხის გაუარესება, ბიუჯეტში ცვლილებების არდამტკიცების, მუნიციპალური პროგრამებისთვის თანხების არგამოყოფის გამო, არ მგონია, რომ ამით ოპოზიციამ მოიგოს

ასეთ ვითარებაში ხელისუფლება სიამოვნებით წავა ბათუმში ხელახალ არჩევნებზე, უპრობლემოდ მოიგებს მას და ოპოზიცია დაკარგავს იმ ბერკეტებსაც კი, რაც ახლა გააჩნია.

- ადგილობრივი ორგანოებისადმი მმართველი გუნდის დამოკიდებულებამ კიდევ უფრო ცხადი გახადა ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ სურს უფლებამოსილებების ადგილობრივი ორგანოებისათვის გადაცემა, ურჩევნია პროცესების ცენტრალიზებულად თბილისიდან მართვა.

ამ თემებზე საუბრისას თქვენ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრებში ბევრჯერ გითქვამთ, რომ „ჩვენში რომელიმე ხელისუფლებამ უნდა ისწავლოს რომ, თუ ქალაქების მართვაში ოპოზიციონერები იქნებიან, ამით ქვეყანა არ დაიქცევა“.

მეტიც, შესთავაზეთ პოლიტიკური პროცესების მონაწილეებს და მათ შორის ხელისუფლებას კომისიები საკრებულოებში განაწილებულიყო მიღებული პროცენტების მიხედვით. ყველა პოლიტიკური პარტიას, რომელსაც გავლენა აქვს, ექნებოდა სფერო, რომელზეც იქნებოდა იგი პასუხისმგებელი, რაც გააჩენდა პარტიებს შორის კონკურენციას არა ერთმანეთის ქიშპში, არამედ რეალური საქმის კეთებაში.

ვხედავთ, რომ მმართველი გუნდი თუნდაც საკრებულოებში სულაც არ აპირებს განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში არსებული გამოცდილების გაზიარებას. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საშინაო პოლიტიკაში მმართველი გუნდი კარგად აპრობირებული გამოცდილებით არ ხელმძღვანელობს?

- ძალოვნებს ეს ვითარება აწყობთ, რადგანაც ნარჩუნდება პერმანენტული დაძაბულობა და დესტაბილიზაციის საფრთხე ქვეყანაში, რა დროსაც ყველა ხელისუფლებისთვის პოლიციის, პროკურატურის და უშიშროების მხარდაჭერის მნიშვნელობა იზრდება და მთავრობა უსიტყვოდ აკმაყოფილებს მათ სურვილებს, მათ შორის, თვალს ხუჭავს იქაური მაღალი რანგის მოხელეების დაუსაბუთებელი გამდიდრების ფაქტებზე.

დროა პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია, როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მათთვის, მმართველი პარტიისთვის. მათ ჰგონიათ, რომ, თუკი ყველა ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტი ხელში უკავიათ, ამ გზით პოლიტიკურადაც ყველაფერს აკონტროლებენ. საშიში ილუზიაა.

დროა პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია, როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მათთვის, მმართველი პარტიისთვის. მათ ჰგონიათ, რომ, თუკი ყველა ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტი ხელში უკავიათ, ამ გზით პოლიტიკურადაც ყველაფერს აკონტროლებენ. საშიში ილუზიაა

2012 წელს „ნაცმოძრაობის“ მიერ არჩევნების წაგებამ ამ ხალხს ვერაფერი ასწავლა. სხვათა შორის, ძალიან ნიშანდობლივი იყო პარლამენტარების გამოხმაურება საქართველოში აშშ ელჩის, კელი დეგნანის განცხადებებზე. სრული უვიცობა გამოავლინა ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ. მათი პასუხები რუსეთის სამთავრობო არხზე მომუშავე მთავრობის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმერ სალოვიოვის ბრალდებების დონეზე დავიდა.

ერთმა, მაგალითად, დაწერა, რომ აშშ-ში ერთმმართველობაა, მაგრამ ტირანია არაა, ალბათ, გულისხმობდა, რომ ვაშინგტონში სახელისუფლებო ორგანოებში დემოკრატიული პარტიაა უმრავლესობაში.

არ იციან ამ ადამიანებმა, რომ აშშ-ში ბევრჯერ ყოფილა, როცა პრეზიდენტის სავარძელი, სენატის და კონგრესის უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში იყო, მაგრამ აშშ-ში ერთპარტიულ მმართველობა არათუ არ დამყარებულა, ამის საშიშროებაც კი არ დამდგარა.

არ იციან ამ ადამიანებმა, რომ აშშ-ში ბევრჯერ ყოფილა, როცა პრეზიდენტის სავარძელი, სენატის და კონგრესის უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში იყო, მაგრამ აშშ-ში ერთპარტიულ მმართველობა არათუ არ დამყარებულა, ამის საშიშროებაც კი არ დამდგარა

ვერ მყარდება ტირანია ამ ქვეყანაში, იმიტომ, რომ მათმა დამფუძნებელმა მამებმა შექმნეს ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომ როგორი ცუდი, ავტორიტარული გადახრების პრეზიდენტიც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, როგორი უმრავლესობაც არ უნდა ჰქონდეს სენატსა და კონგრესში, იქ დიქტატურამდე და ტირანიამდე საქმე არ მიდის.

ამას თავისი მიზეზი აქვს. აშშ-ში ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება იმდენად არის დეცენტრალიზებული, იმდენად შეზღუდულია მთავრობის უფლებამოსილება, იმდენი უფლებამოსილებები, ფინანსები და ქონება აქვთ მუნიციპალიტეტებს და შტატები ცენტრალური მთავრობისგან ისეთი დამოუკიდებლები არიან, რომ სულ არ აინტერესებთ, რომელი პარტია იქნება ვაშინგტონში გამარჯვებული.

აშშ-ში ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლება იმდენად არის დეცენტრალიზებული, იმდენად შეზღუდულია მთავრობის უფლებამოსილება, იმდენი უფლებამოსილებები, ფინანსები და ქონება აქვთ მუნიციპალიტეტებს და შტატები ცენტრალური მთავრობისგან ისეთი დამოუკიდებლები არიან, რომ სულ არ აინტერესებთ, რომელი პარტია იქნება ვაშინგტონში გამარჯვებული

თავიანთ უფლებამოსილებას დამოუკიდებლად ახორციელებენ და ამერიკის მოქალაქეებისთვის ეს საჯარო ხელისუფლებიდან მიღებული სერვისების 90%-ია. ვერანაირი ვაშინგტონი ვერ ჩაერევა მათ საქმეში. იქ პრეზიდენტი არათუ გაბედავს, ვერც კი გაიფიქრებს იმის თქმას, თუ რომელიმე მუნიციპალიტეტში ან შტატში არჩევნებში მმართველმა პარტიამ არ გაიმარჯვა, იქ პროექტების და პროგრამების განხორციელებას საფრთხე შეექმნებაო.

ასეთი რამ რომელიმე პოლიტიკოსმა რომ თქვას ვაშინგტონში, ის პოლიტიკას საერთოდ ვერ გაეკარება! ამერიკული ფედერალიზმი, დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი, უფლებამოსილებების და ფინანსების გადანაწილება ხელისუფლების დონეებს შორის, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასა და წარმომადგენლობით დემოკრატიასთან ერთად, არის ამერიკული დემოკრატიის საფუძველი.

არ არსებობს ამერიკული დემოკრატია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის გარეშე. სხვათა შორის, არც ევროპული. ის იცავს აშშ-ს საზოგადოებას, რომ პრეზიდენტმა, კონგრესში თუ სენატში გამარჯვებულმა რომელიმე პარტიამ, ან რომელიმე ქარიზმატულმა ლიდერმა და მისმა დაჯგუფებამ ვერ მოახდინოს ძალაუფლების უზურპაცია და არ მოახვიოს ამერიკის მოქალაქეებს თავისი პოლიტიკური ნება.

არ არსებობს ამერიკული დემოკრატია დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის გარეშე. სხვათა შორის, არც ევროპული

იმიტომაა იქ დემოკრატია. თუ არ სჯერა ამ პოლიტიკოსს, ფრანგი მოაზროვნის, ტოკვილის "მოგზაურობა ამერიკაში" წაიკითხოს, რომელიც ჯერ კიდევ 150 წლის წინათ წერდა, რომ აშშ-ს დემოკრატიულობა და სიძლიერე არა ვაშინგტონიდან, არამედ ძლიერი თვითმმართველობიდან მოდის.

საქართველოსნაირ ცენტრალიზებულ სახელმწიფოში, როცა ნებისმიერი პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტი მთავრობას უნდა ეაჯოს, ათკაციან სოფელშიც კი გარეგანათება რომ გააკეთო, ან გაფუჭებული წყლის მილი შეაკეთო, ამაზეც მთავრობიდან ფულის მიღება გჭირდება, ბიზნესმენს მიწა ან ქონება სჭირდება, მთავრობისაა, ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, გრანტები, დახმარება - მთავრობისაა, მოსახლეობის ჯანდაცვის თუ სოციალური დახმარების პროგრამები - ესეც მთავრობისაა.

ცენტრალიზებული მართვის სისტემაში, როცა აშშ-სგან განსხვავებით, არც დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს, ერთი პარტიის ხელში თავმოყრილი ყველა სახელისუფლებო, ფინანსური, ეკონომიკური ბერკეტი, უკონტროლო რეპრესიული აპარატი, მრავალჯერ ზრდის საფრთხეს, რომ მმართველი პარტია მის ხელთ არსებულ რესურსებს გამოიყენებს მოქალაქეების პოლიტიკურ ნებაზე ზემოქმედებისთვის.

ამიტომ აქვთ აშშ-ში დემოკრატია და ეფექტური მმართველობა - დეცენტრალიზაცია ეფექტური ეკონომიკური მოდელის ფუნქციონირების ერთ-ერთი საწინდარია, ჩვენ კი, 30 წელია, ვურტყამთ თავს კედელს წარმატებული ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის ფორმულის ძებნაში, ვიგონებთ ახალ ველოსიპედებს, ვყვებით ზღაპრებს, „ჯერ სტაბილურობა, მერე დემოკრატია“, „ჯერ ლიბერალური რეფორმები მერე დემოკრატია“, „ჯერ ეკონომიკური განვითარება, მერე თვითმმართველობა“.

მოკლედ, ვინც ხელისუფლებაში მოდის, იმისთვის, რაც ხალხისთვისაა და დემოკრატიაა, ის ყოველთვის „მერეა“, თანაც, „სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან“ გამომდინარე, იმათ - რეგიონებში რა იციან, ჩვენ ვიცით ყველაფერი, იმათ რომ უფლებები მივცეთ, ყველაფერს დაიტაცებენ და გაანადგურებენ და ა.შ. სინამდვილეში, ამ „მერეს“ უკან დგას არა სახელმწიფოს, არამედ პირადი ინტერესები.

ვინც ხელისუფლებაში მოდის, იმისთვის, რაც ხალხისთვისაა და დემოკრატიაა, ის ყოველთვის „მერეა“, თანაც, „სახელმწიფოებრივი აზროვნებიდან“ გამომდინარე, იმათ - რეგიონებში რა იციან, ჩვენ ვიცით ყველაფერი, იმათ რომ უფლებები მივცეთ, ყველაფერს დაიტაცებენ და გაანადგურებენ და ა.შ. სინამდვილეში, ამ „მერესუკან დგას არა სახელმწიფოს, არამედ პირადი ინტერესები

სინამდვილეში, ჩვენგან ითხოვენ, ვაცალოთ უკონტროლო მართვა, სახელმწიფო ქონების განკარგვა-განიავება, ფულის შოვნა და გამდიდრება, ვისაც მოესურვება, იმის დაჭერა და ა.შ.

ჰოდა, ბატონო დეპუტატებო, ამერიკელებს ასეთები ძალიან ბევრი უნახავთ, თუნდაც თავიანთ ყურის ძირში, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და იმიტომაც გვაფრთხილებენ, არ დავუშვათ იგივე შეცდომები.

- ვხედავთ, რომ ახლა ოპოზიცია ცდილობს წალენჯიხა, ანუ ის მუნიციპალიტეტი, სადაც ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა აქციოს ერთმანეთთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის კარგ მაგალითად.

კარგია, რომ, რომ ამ მუნიციპალიტეტში აღმოჩნდნენ საკმაოდ საინტერესო ადამიანები, მაგრამ ჩვენ გვახსოვს თქვენ მიერ გამოთქმული მოსაზრება - "თუ ძირფესვიანი სისტემური ცვლილებები არ მოხდა, წარმოუდგენელია რომელიმე მუნიციპალიტეტში ოაზისი შეიქმნას“.

რა სისტემური ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი იქცეს ადგილობრივი ორგანოების წარმატებული საქმიანობის მაგალითად?

- სისტემური ცვლილებები ვერ განხორციელდება ერთ მუნიციპალიტეტში. ეს არის უცოდინარობით გამოწვეული ილუზია, ან, უბრალოდ, ტყუილი.

სისტემური ცვლილებები ვერ განხორციელდება ერთ მუნიციპალიტეტში. ეს არის უცოდინარობით გამოწვეული ილუზია, ან, უბრალოდ, ტყუილი

რა თქმა უნდა, შეიძლება, უფრო უკეთ მართო, ვიდრე შენი წინამორბედი მართავდა, უფრო გამჭვირვალედ და სწორად ხარჯო ბიუჯეტი, მოსახლეობის უფრო მეტი ჩართულობით განახორციელო მუნიციპალური პროექტები და პროგრამები, ანუ, უფრო უკეთესი ადგილობრივი ხელისუფლება ჩამოაყალიბო, მაგრამ სისტემური ცვლილება, გარღვევა ერთი მუნიციპალიტეტის დონეზე შეუძლებელია.

ამ ტერმინის ქვეშ მე ყოველთვის ვგულისხმობ ფინანსურად და ქონებრივად ბევრად უფრო ძლიერ, ცენტრალური ხელისუფლებისგან ბევრად უფრო დამოუკიდებელ მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიუჯეტით.

სამწუხაროდ, თვითმმართველობებთან დაკავშირებით სერიოზული ცვლილება შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ ყველა მუნიციპალიტეტისთვის ერთად, ანუ დეცენტრალიზაცია ვერ განხორციელდება ერთი, ცალკე აღებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის, ის ან შეეხება მთლიანად მართვის სისტემას, ახალი, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის კონტექსტში, ან ყველაფერი დარჩება ძველებურად.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა, შეიძლება, იკისროს ის ფუნქცია, რომ ქვევიდან გახდეს დეცენტრალიზაციის პროცესის ინიციატორი. ეს ძალიან კარგი და საშური ნაბიჯი იქნება, მაგრამ არსებულ სისტემაში რაიმე სერიოზულ გარღვევას მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაზრდის, ან მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არ ველი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა, შეიძლება, იკისროს ის ფუნქცია, რომ ქვევიდან გახდეს დეცენტრალიზაციის პროცესის ინიციატორი. ეს ძალიან კარგი და საშური ნაბიჯი იქნება, მაგრამ არსებულ სისტემაში რაიმე სერიოზულ გარღვევას მუნიციპალიტეტის შესაძლებლობების გაზრდის, ან მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით არ ველი.

სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი სისტემა. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად ოპოზიციის მხრიდან არასწორ მოლოდინების შექმნა, „წალენჯიხის სასწაულის“ დაანონსება და ახლად არჩეულ მერზე დამატებითი ტვირთის აკიდება.

მას ისედაც ბევრი პრობლემა ექნება გადასაჭრელი, მათ შორის, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის კუთხით, რათა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ნორმალური ფუნქციონირება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა