სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის კიევში დაბრუნებაა

ჩემი აზრით, არაფერი ეტყობა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჯანმრთელობის რაღაც განსაკუთრებული პრობლემები აქვს, - ამის შესახებ „გირჩი“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა და აღნიშნულით გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა, უახლოეს პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ.

„ბუნებრივია, ადრე თუ გვიან, საკითხი დადგება, რომ მიხეილ სააკაშილი ციხეში უნდა დაბრუნონ. გასაგებია, რომ ისევ პოლიტიკური პრობლემა იქნება, მაგრამ ბუნებრივია, რომ ამაზე დისკუსია დაიწყო, ჩემი აზრით, არაფერი ეტყობა მიხეილ სააკაშვილს, რომ ჯანმრთელობის რაღაც განსაკუთრებული პრობლემები აქვს. თუმცა, ეს ზოგადად პოლიტიკური პრობლემაა და პოლიტიკურ პრობემად დარჩება მომავალში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა იმაზე, ციხეში იქნება თუ საავადმყოფოში, არამედ საერთოდ როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა, როგორ დავასრულოთ ეს პოლიტიკური სპექტაკლი, რადგან გვინდა თუ არა, მაინც ამ თემაზე ვლაპარაკობთ ყველა და არა იმ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია. აქციები არ ვიცი, მაგრამ გამოსავალია კიევში დაბრუნება“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა