ჩვენი დასავლელი მეგობრები და დასავლური პოლიტიკური კლასი მკაცრი ენით ელაპარაკება ავტორიტარულ რუსული ყაიდის რეჟიმებს, სწორედ ამ კალათაში მოვექეცით ძალიან სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში და სწორედ ამიტომაც უნდა დასრულდეს ეს ავტორიტარული რეჟიმი ამ ქვეყანაში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ნონიაშვილი საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას.
როგორც ნონიაშვილი ამბობს, „ქართული ოცნება“ წავიდა დემოკრატიზაციის და დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ, რის გამოც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მკაცრ განცხადებებს ვიღებთ.
„ამ ხელისუფლებას სამწუხაროდ ჰგონია, რომ მათი უპასუხისმგებლობა ამ ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ პასუხგაუცემელი დარჩება, თუმცა ეს ასე არ არის მათ შორის საგარეო დონეზე და ჩვენ ვიღებთ ძალიან მკაცრ განცხადებებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც წავიდა ამ ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დასავლეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ. აქ მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები და დასავლური პოლიტიკური კლასი ამ ენით ელაპარაკება ავტორიტარულ რუსული ყაიდის რეჟიმებს, სწორედ ამ კალათაში მოვექეცით ძალიან სამწუხაროდ ამ ხელისუფლების პირობებში და სწორედ ამიტომაც უნდა დასრულდეს ეს ავტორიტარული რეჟიმი ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ნონიაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ის არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, კელი დეგნანი კი ექსპერტი არ არის“, საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. "ირაკლი კობახიძე, ნუ ეხუმრები დეგნანის მანდატსა და რეპუტაციას. ეს არის ბრძოლა, რომელსაც ყოველ ჯერზე წააგებ", - წერს იან კელი.