პროკურორი - არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა არასრულწლოვანს, მეორემ იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს - არსებობს ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების საფუძვლები

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა, ხოლო, მეორე არასრულწლოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს - ორივე არასრულწოვანი ბრალდებულის მიმართ არსებობს პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები, - ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება გრძელდება და ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მოწმის ჩვენება. ამასთან, ლევან ვეხვაძის განცხადებითვე, მტკიცებულების სახით ამოღებულია ტანსაცმელი.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოვლენილ იქნა ორი არასრულწლოვანი. ერთს ედება ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც წინასწარ შეცნობით გულისხმობს, არასრულწოვნის მკვლელობას. მეორე არასრულწლოვანს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა, ვინაიდან, მან იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებული კატეგორიის დანაშაული და არ მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. მტკიცებულებები მოპოვებულია, საქმეში წარმოდგენილია ათეულობით მოწმის ჩვენება. გარდა ამისა ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს საბოლოო ჯამში, ორივე ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას. ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, რადგან აღნიშნულ ეტაპზე არსებობს ორივე არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები. ამოღებულია არაერთი ტანსაცმელი, რომელიც პირდაპირ შემხებლობაშია საქმესთან. რაც შეეხება კონკრეტულად დანის არსებობას, რა თქმა უნდა, ამაზე მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ძალიან ინტენსიურ რეჟიმში და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც საჭიროებს აღნიშნულ საქმეს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გარემოებას, რომ არასრულწლოვანმა ცივი იარაღის მეშვეობით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა მეორე არასრულწლოვანს, რომელიც გარდაიცვალა. მეორე არასრულწოვანმა იცოდა და არ მიაწოდა ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს. ამ ეტაპზე გრძელდება გამოძიება. თავის დაცვის მიზანი არ ყოფილა, ეს იყო განზრახ მკვლელობა“, - განაცხადა პროკურორმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ