ბელარუსის უფლებადამცველმა ცენტრმა „ვიასნამ“ პოლიტპატიმრად კიდევ 12 პირი აღიარა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორგანიზაციის პოლიტპატიმრების სიაში უკვე 907 პირია შეყვანილი. ამასთან, 15 ორგანიზაცია, რომელიც ჩართულია პოლიტპატიმრების დახმარებაში, მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ეს მაჩვენებელი 1 000-ს აჭარბებს.
ბელარუსის ხელისუფლება უარყოფს ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას. პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსში არც ერთი პოლიტპატიმარი არ არის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"