საბა ბუაძე კალაძეს - "ქურდს ქუდი ეწვისო" - ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს

"ქურდს ქუდი ეწვისო", - ასე მიმართა "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ საკრებულოში დედაქალაქის მერს კახა კალაძეს სიტყვიერი შელაპარაკების დროს.

ბუაძის განცხადება კახა კალაძის შეფასებას მოჰყვა, რომელმაც ბუაძეს მიმართა: „კორუმპირებულები და თაღლითები საკუთარი პარტიის ბოსებში მოიკითხეთ“.

ბუაძის თქმით, სიტყვა "კორუმპირებული" სამართლებრივი შეფასებაა და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც მსგავს შემთხვევას დაინახავს.

„"ქურდს ქუდი ეწვისო" და ზუსტად ამასთან გვაქვს საქმე. ეს არის პოლიტიკურ - სამართლებრივი შეფასება და გაჟღერდება იმდენჯერ, რამდენჯერაც დავინახავთ ასეთ კორუფციულ შემთხვევას. თქვენ და თქვენს კოლეგებსაც ამის მოსმენა და ატანა მოგიწევთ. ხელების შლა არ არის კულტურული ქცევა“, - მიმართა ბუაძემ კალაძეს.

დედაქალაქის მერმა ბუაძე ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, პოლიტიკის "გაგებაში არ არიან" და რამდენ ტყუილსაც იტყვიან, "იმდენჯერ სიმართლე მოხვდებათ ცხვირ-პირში". აღნიშნულს კი საბა ბუაძის რეპლიკა მოჰყვა: „ცხვირ-პირში თქვენ ურტყით ერთმანეთს“.

ინფორმაციისთვის, დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის - მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს