"ნაცმოძრაობის" წევრი - სოფელ ახალსოფელში მდებარე საბავშვო ბაღის მოსაწესრიგებლად 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრი მიშა ბოლქვაძე, ხელვაჩაურის მერიას კორუფციაში ადანაშაულებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე საბავშვო ბაღის მოსაწესრიგებლად 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და საბავშვო ბაღი კი ერთი თვეა დაკეტილია. მიშა ბოლქვაძის მტკიცებით, ობიექტის ჩაბარება კორუფციული გზით მოხდა.

"თავიდანვე ეს პროექტი ხარვეზიანი იყო. ჩვენ ამას ვეუბნებოდით მაშინდელ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს. ბაღი დღემდე არ არის გაზიფიცირებული, იყო წყლის პრობლემები.

2016 წელს ჩაბარდა ახალსოფლის ბაღი. თუმცა ხუთი წელი არ გასულა და უკვე დაიკეტა, იმიტომ, რომ კორუფციული გზით მოხდა აღნიშნული ობიექტის მიღება-ჩაბარება და საშიშია აქ ბავშვების მოყვანა. ამიტომ უკვე ერთი თვეა დაკეტილია.

მინდა მივმართო ახალარჩეულ მერს ზაზა დიასამიძეს, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძეს, თქვენ თუ გინდოდათ ეს თანამდებობა, ახლა სრული პასუხისმგებლობა გაკისრიათ, ამიტომ დროულად მოახერხეთ ის, რომ ან ალტერნატიული ფართი გამოძებნოთ, ან შესაბამისად მოახდინეთ ამ დაზიანებების აღდგენა.

ამ ტერიტორიაზე ერთი ბაღია და ეს ბაღიც დაკეტილია. სრული პასუხისმგებლობა ეკისრება დღევანდელ ხელისუფლებას. ჩვენ როგორც დღეს, ასევე მომავალში მოგთხოვთ პასუხს"- განაცხადა მიშა ბოლქვაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში