ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ჩვენებას ბადრი ჯაფარიძე მისცემს.

ამასთან, პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. როგორც პროცესის დაწყებამდე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, მისი, მამუკა ხაზარაძის და ავთანდილ წერეთლის დევნა ფალსიფიცირებული ბრალდების საფუძველზე მიმდინარეობს.

“სასამართლოს ინფორმაცია უნდა მივაწოდო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩადენილია ჯგუფური დანაშაული პროკურატურის თანამშრომლების მიერ, მაშინდელი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის, მისი მოადგილის ვასაძისა და დაქვემდებარებული პროკურორების მიერ. საქმე გვაქვს სამართალწარმოების ბოროტად გამოყენებასთან, ამ ყველაფერს ასეთი შეფასება მისცა ცნობილმა სპეციალისტმა ბოლინ დევიდმა. ვფიქრობ, რომ სახეზე გვაქვს ჯგუფურად ჩადენილი დანაშაული, როდესაც ადამიანების დევნა მიმდინარეობს ფალსიფიცირებული ბრალდების საფუძველზე”, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

გასულ სხდომაზე მამუკა ხაზარაძე დაიკითხა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს