ანრი ოხანაშვილი ერიკა ოლსონის განცხადებაზე - დაასახელოს საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ეწინააღმდეგება ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც განვახორციელეთ

დაასახელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტი, რომელსაც ეწინააღმდეგება ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ,- ასე პასუხობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებას.

მისი თქმით, კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.

"ვისურვებდი, რომ კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი აქტი, კონკრეტული ნორმა დასახელდეს, რომელი რეფორმა ეწინააღმდეგება რომელ საერთაშორისო აქტს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი რომელ საერთაშორისო სტანდარტს ეწინაღმდეგება? თუ ასეთი დასახელდება, შეგვიძლია შემდეგ ვიმსჯელოთ, მაგრამ ზოგადი ფრაზებით მე დამატებით შეფასებას ვერ გავაკეთებ, სანამ პასუხს არ მოვისმენ რას გულისხმობენ, რომელ კონკრეტულ საერთაშორისო აქტს ეწინააღმდეგება. საკითხი არის შემდეგნაირად - როცა რაღაცას აკრიტიკებ, ეს კრიტიკა კონკრეტულ ფაქტს და არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს. ჩემი ინტერესია, ადამიანმა, რომელიც აკეთებს ასეთ განცხადებას, დაასახელოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, საერთაშორისო სტანდარტი, რომელს ეწინააღმდეგება ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებით, მათ აწუხებთ ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. „მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა, ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ერიკა ოლსონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი