ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სკვერების მოწყობა მიმდინარეობს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, პროგრამის - „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში“ (UNDP) გრანტის ფარგლებში, სკვერების მოწყობა მიმდინარეობს.

ამბრულაურის მერიის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიმდინარე სკვერის რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტის მერთან - ზვიად მხეიძესა და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგამოფენო სივრცეების შექმნა, რაც ადგილობრივ მცირე მეწარმეებს საშუალებას მისცემთ საკუთარი პროდუქცია უფრო ფართო საზოგადოებას გააცნონ და მეტად მოახდინონ თვითრეალიზაცია.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა, „გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP)“ - ის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში, მონაწილეობა მიიღო საპროექტო წინადადებით - „ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სკვერების რეაბილიტაცია ამბროლაურში“ და გრანტის სახით 137 000 ლარი მოიპოვა, რომლის ფარგლებშიც ვაჟა-ფშაველასა და კოსტავას ქუჩებზე 2 სკვერის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს