შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ მოსწავლესთან კომპეტენციის მქონე პროფესიონალი შევიდეს

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ მოსწავლესთან კომპეტენციის მქონე, პროფესიონალი შევიდეს - სახელმწიფომ შანსი მისცა ყველას და ვფიქრობ, რომ ყველანაირი შესაძლებლობა ამ კუთხით, ლოიალურობის კუთხით, სახელმწიფომ პედაგოგებს აჩვენა, ამიტომ ეს ზღვარი აქ უნდა გაივლოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პედაგოგებს, რომლებიც კომპეტენციას მომავალში დაადასტურებენ, სისტემაში ხელახლა შემობრუნების შესაძლებლობა ექნებათ.

„ამ პროცედურის მიზანი იყო სწორედ ის, რომ დაედგინა და გაემიჯნა პედაგოგი, რომელიც ადასტურებს კვალიფიკაციას და პედაგოგი, რომელიც ვერ ადასტურებს ამ კომპეტენციას. საბოლოო ჯამში, შედეგი იქნებოდა, რომ იქნებოდნენ პედაგოგები, რომლებიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავდნენ. ეს რეფორმა დიდი ხანია მიმდინარეობს რამდენჯერმე მოხდა გადავადება. კომპეტენციებს სჭირდება დადასტურება, პედაგოგების დაახლოებით 90%-მა იშრომა, დრო გამოყო, ოჯახს მოაკლო და კიდევ ერთხელ დისციპლინა გამოავლინა, რომ მომზადებულიყვნენ ამ გამოცდებისთვის. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის, რომ მოსწავლესთან კომპეტენციის მქონე, პროფესიონალი შევიდეს. ეს არა თუ უფლებაა, არამედ ჩვენ, როგორც მშობლებმა სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ, რომ ჩვენს შვილებთან, ვინაიდან ეს არის რეგულირებადი პროფესია, იყვნენ პედაგოგები, რომლებსაც აქვთ სათანადო კომპეტენცია. სახელმწიფომ შანსი მისცა ყველას და ვფიქრობ, რომ ყველანაირი შესაძლებლობა ამ კუთხით, ლოიალურობის კუთხით სახელმწიფომ პედაგოგებს აჩვენა, ამიტომ ეს ზღვარი აქ უნდა გაივლოს.

რაც შეეხება სისტემაში ხელახლა შემობრუნებას - ვინც მომავალში დაადასტურებს ამ კომპეტენციებს, ხელახლა შემობრუნების შესაძლებლობა ექნება და ესეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

სტანდარტი არის ცალსახა, მარტივი, ადამიანური, გასაგები, რომ ბავშვებთან უნდა იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის მქონე პედაგოგები და ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ დაადასტურა, რომ ლოიალური იყო პედაგოგების მიმართ იმ მაქსიმალურ ზღვრამდე, რაც იყო შესაძლებელი. გადავადება მოხდა რამდენჯერმე და გამოსავალი ვერ დადგა, წლების განმავლობაში ხდებოდა გადავადება აი, ბოლოჯერ, ბოლოჯერ, ბოლოჯერ და ეს ბოლოჯერ არ დადგა და ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თუკი ვიტყვით, რომ ეს იყოს ბოლოჯერ - ეს უნდა იყოს ბოლოჯერ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

შალვა პაპუაშვილი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ მოსწავლესთან კომპეტენციის მქონე პროფესიონალი შევიდეს

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომ მოსწავლესთან კომპეტენციის მქონე, პროფესიონალი შევიდეს - სახელმწიფომ შანსი მისცა ყველას და ვფიქრობ, რომ ყველანაირი შესაძლებლობა ამ კუთხით, ლოიალურობის კუთხით, სახელმწიფომ პედაგოგებს აჩვენა, ამიტომ ეს ზღვარი აქ უნდა გაივლოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ პედაგოგებს, რომლებიც კომპეტენციას მომავალში დაადასტურებენ, სისტემაში ხელახლა შემობრუნების შესაძლებლობა ექნებათ.

„ამ პროცედურის მიზანი იყო სწორედ ის, რომ დაედგინა და გაემიჯნა პედაგოგი, რომელიც ადასტურებს კვალიფიკაციას და პედაგოგი, რომელიც ვერ ადასტურებს ამ კომპეტენციას. საბოლოო ჯამში, შედეგი იქნებოდა, რომ იქნებოდნენ პედაგოგები, რომლებიც კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავდნენ. ეს რეფორმა დიდი ხანია მიმდინარეობს რამდენჯერმე მოხდა გადავადება. კომპეტენციებს სჭირდება დადასტურება, პედაგოგების დაახლოებით 90%-მა იშრომა, დრო გამოყო, ოჯახს მოაკლო და კიდევ ერთხელ დისციპლინა გამოავლინა, რომ მომზადებულიყვნენ ამ გამოცდებისთვის. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არის, რომ მოსწავლესთან კომპეტენციის მქონე, პროფესიონალი შევიდეს. ეს არა თუ უფლებაა, არამედ ჩვენ, როგორც მშობლებმა სახელმწიფოს უნდა მოვთხოვოთ, რომ ჩვენს შვილებთან, ვინაიდან ეს არის რეგულირებადი პროფესია, იყვნენ პედაგოგები, რომლებსაც აქვთ სათანადო კომპეტენცია. სახელმწიფომ შანსი მისცა ყველას და ვფიქრობ, რომ ყველანაირი შესაძლებლობა ამ კუთხით, ლოიალურობის კუთხით სახელმწიფომ პედაგოგებს აჩვენა, ამიტომ ეს ზღვარი აქ უნდა გაივლოს.

რაც შეეხება სისტემაში ხელახლა შემობრუნებას - ვინც მომავალში დაადასტურებს ამ კომპეტენციებს, ხელახლა შემობრუნების შესაძლებლობა ექნება და ესეც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

სტანდარტი არის ცალსახა, მარტივი, ადამიანური, გასაგები, რომ ბავშვებთან უნდა იყვნენ შესაბამისი კვალიფიკაციის და კომპეტენციის მქონე პედაგოგები და ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ დაადასტურა, რომ ლოიალური იყო პედაგოგების მიმართ იმ მაქსიმალურ ზღვრამდე, რაც იყო შესაძლებელი. გადავადება მოხდა რამდენჯერმე და გამოსავალი ვერ დადგა, წლების განმავლობაში ხდებოდა გადავადება აი, ბოლოჯერ, ბოლოჯერ, ბოლოჯერ და ეს ბოლოჯერ არ დადგა და ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თუკი ვიტყვით, რომ ეს იყოს ბოლოჯერ - ეს უნდა იყოს ბოლოჯერ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო