კახა კუჭავა - სამოქმედო გეგმა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მხრივ რეფორმებს გულისხმობდა, განსაახლებელია და უფრო ამბიციური გეგმაა შესამუშავებელი

პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს პარლამენტს, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს, განსაკუთრებული როლი აქვს ადამიანების უფლებების დაცვასა და ინკლუზიური გარემოს შექმნაში.

როგორც მან ადამიანის უფლებების საერთასორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მხრივ შინაარსობრივ რეფორმებს გულისხმობდა, დღეს უკვე განსაახლებელია და უფრო ამბიციური გეგმაა შესამუშავებელი.

„მოხარული ვარ, რომ ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავ. დღევანდელი ღონისძიება კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მზაობა, გავაგრძელებთ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის საფუძველზე ქვეყნის განვითარება. ჩემი მიმართვით მინდა გამოვხატო უპირობო პატივისცემა ყველა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინაშე. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებსა და მსოფლმხედველობას. 1918 წელს, საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებლებმა პირველ კონსტიტუციაში ასახეს საუკუნეების გამოცდილებით ჩამოყალიბებული და მოსახლეობის ნებით განმტკიცებული მემკვიდრეობა. მაშინ, როდესაც ინკლუზიურობასა და თანასწორობაზე მსოფლიოში სხვა მოსაზრებები იყო გავრცელებული, საქართველოში საზოგადოების ყველა ჯგუფი ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩაერთო.

თითოეული ადამიანი ერთობლიობაში ქმნის და აშენებს ძლიერ სახელმწიფოს. შემწყნარებლობა იყო, არის და იქნება ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი. წინაპრების მიერ ჩვენამდე მოტანილი ეს ფუნდამენტური ფასეულობა კვლავაც უნდა განამტკიცებდეს საქართველოს სახელმწიფოს და აძლიერებდეს ეროვნულ თვითმყოფადობას. ამავე დროს, ორმაგად მტკივნეულია, როდესაც ახალი თაობის რეფორმებზე საუბრის პარალელურად, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა ხდება და მათ არსებობისთვის ბრძოლა უწევთ. აქვე, კიდევ ერთხელ ვთხოვ საერთაშორისო თანამეგობრობას, უფრო აქტიურად ვიმუშაოთ ამ ისტორიული უსამართლობის დასრულებისთვის. საქართველოს პარლამენტს, როგორც წარმომადგენლობით ორგანოს, განსაკუთრებული როლი აქვს ადამიანების უფლებების დაცვასა და ინკლუზიური გარემოს შექმნაში. ბოლო წლებში საქართველოს პარლამენტმა არსებითი ნაბიჯები გადადგა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნისკენ, იქნება ეს ბავშვთა დაცვის ახალი კოდექსის დამტკიცება, შრომის ახალი ნორმების დადგენა, არჩევნებში გენდერული კვოტების მიღება, საქართველოს კონსტიტუციაში ახალი უფლებრივი რეგულაციების შემოტანა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებისთვის კანონის მიღება თუ სხვა,”- განაცხადა კუჭავამ.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტი მომავალშიც გააგრძელებს როგორც სამართლებრივი საკითხების მოწესრიგების, ისე მათ სათანადო აღსრულებაზე საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებას და ამ პროცესში ყველა დაინტერესებულ მხარესთან მზად ვართ თანამშრომლობისთვის.

„არ შეიძლება არ აღინიშნოს ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის მიმართულებით აქვს. მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ის სამოქმედო გეგმა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მხრივ შინაარსობრივ რეფორმებს გულისხმობდა, დღეს უკვე განსაახლებელია და უფრო ამბიციური გეგმაა შესამუშავებელი. ეს უნდა მოხდეს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით. ასევე, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლებში სამწუხაროდ გვქონდა გამოწვევები და სწორედ ამიტომ, საჭიროა მეტი მუშაობა და წინსვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალინდელი დღე ეფუძნება და დგას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებაზე და ამ ეტაპზე, თვითკმაყოფილების უფლება არ გვაქვს. მინდა ყურადღება გავამახვილო ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე, რომლის პროექტს საქართველოს პარლამენტს ვფიქრობ მთავრობა ახლო მომავალში წარუდგენს და ამ სტრატეგიის განსახილველად პარლამენტი ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას უზრუნველვყოფს იმისათვის, რომ ეს დოკუმენტი საერთო შეთანხმების, კონსესუსის საფუძველზე იქნას პარლამენტის მიერ დამტკიცებული. ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მიღწევები ჩვენი საზოგადოების მონაპოვარია. გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს და ერთად გავაგრძელოთ უფრო ძლიერი ქვეყნის, ძლიერი საზოგადოების მშენებლობა,”- განაცხადა კუჭავამ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის