გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით დადებითი განვითარებაც გვაქვს და გვაქვს მიმართულება, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი განვითარებაც გვაქვს და ასევე განვითარება, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა ადამიანის უფლებათა დაცვის ფორუმზე განაცხადა.

როგორც ბერესფორდი აღნიშნავს, წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი არის თანასწორობა და სწორედ ამ თემებზე იქნება საუბარი ადამიანის უფლებათა დაცვის ფორუმზე.

„გილოცავთ ადამიანის უფლებათა დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოსთვის ეს კვლავ საკვანძო საკითხია და საქართველო ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დღე საკადრისად აღნიშნოს. მიხარია, რომ ასეთი მაღალი წარმომადგენლობის ღონისძიებაზე ყველა შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა დღე საქართველოში აღვნიშნოთ. წლევანდელი დღის მთავარი გზავნილი არის თანასწორობა და სწორედ თანასწორობაზე და მის სხვადასხვა გამოვლინებაზე ვისაუბრებთ დღეს ადამიანის უფლებათა ფორუმზე. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი განვითარებები გვაქვს და ასევე ის განვითარებები, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უმცირესობათა უფლებებზე. ასევე ჩვენ ვიცით, რომ თანასწორობასთან და უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს. ეს პრობლემები არამხოლოდ საქართველოშია, არამედ მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით გამწვავებულია პანდემიის დროს იმიტომ, რომ სწორედ კოვიდმა გამოიწვია ის, რომ ღარიბი მოსახლეობა უფრო ღარიბდება, ხოლო მდიდარი ადამიანები, მილიარდერები, კიდევ უფრო მდიდრდებიან და შესაბამისად, ეს უთანასწორობას იწვევს. ამ და სხვა საკითხებზე დღეს ვისაუბრებთ", - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი - საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით დადებითი განვითარებაც გვაქვს და გვაქვს მიმართულება, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება

რაც შეეხება ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი განვითარებაც გვაქვს და ასევე განვითარება, რომელსაც მეტი ყურადღება სჭირდება, - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა ადამიანის უფლებათა დაცვის ფორუმზე განაცხადა.

როგორც ბერესფორდი აღნიშნავს, წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილი არის თანასწორობა და სწორედ ამ თემებზე იქნება საუბარი ადამიანის უფლებათა დაცვის ფორუმზე.

„გილოცავთ ადამიანის უფლებათა დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მე ძალიან მიხარია, რომ საქართველოსთვის ეს კვლავ საკვანძო საკითხია და საქართველო ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ეს დღე საკადრისად აღნიშნოს. მიხარია, რომ ასეთი მაღალი წარმომადგენლობის ღონისძიებაზე ყველა შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა დღე საქართველოში აღვნიშნოთ. წლევანდელი დღის მთავარი გზავნილი არის თანასწორობა და სწორედ თანასწორობაზე და მის სხვადასხვა გამოვლინებაზე ვისაუბრებთ დღეს ადამიანის უფლებათა ფორუმზე. რაც შეეხება ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი განვითარებები გვაქვს და ასევე ის განვითარებები, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება სჭირდება. უნდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ვისაუბრებთ უმცირესობათა უფლებებზე. ასევე ჩვენ ვიცით, რომ თანასწორობასთან და უმცირესობის უფლებებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა არსებობს. ეს პრობლემები არამხოლოდ საქართველოშია, არამედ მთელს მსოფლიოში და განსაკუთრებით გამწვავებულია პანდემიის დროს იმიტომ, რომ სწორედ კოვიდმა გამოიწვია ის, რომ ღარიბი მოსახლეობა უფრო ღარიბდება, ხოლო მდიდარი ადამიანები, მილიარდერები, კიდევ უფრო მდიდრდებიან და შესაბამისად, ეს უთანასწორობას იწვევს. ამ და სხვა საკითხებზე დღეს ვისაუბრებთ", - განაცხადა ნიკ ბერესფორდმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო