კახა კუჭავა - ერიკა ოლსონმა აღნიშნა, რომ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ მათ აქვთ უფლება წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ

ერიკა ოლსონმა აღნიშნა, რომ მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები ვართ, ამიტომ აქვთ მათ უფლება მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებას.

როგორც კუჭავამ განმარტა, „საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა აქვთ, რომელსავ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მომავალი წლიდან დაგეგმავენ“.

„ერიკა ოლსონის განცხადებას თუ მოუსმენდით და არამხოლოდ ამ ამონაგლეჯს, ძალიან ბევრი პოზიტიური და მნიშვნელოვანი რამ იქნა გაჟღერებული ორი ქვეყნის ურთიერთობებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იყო წუხილებიც, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პოზიციებს, რომელიც ადრეც მოგვისმენია. ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ და იქვე იქნა მისი მხრიდან აღნიშნული ზუსტად მეგობრები რომ ვართ და სტრატეგიული პარტნიორები, ამიტომ აქვთ მათ უფლება, რომ მსგავსი წუხილები გამოთქვან, რომელსაც სრულიად ვიზიარებთ და ერთადერთი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, საკმაოდ ამბიციური სამოქმედო გეგმა, რომელსაც ზუსტად ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად მომავალი წლიდან დავგეგმავთ და განვახორციელებთ“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისათვის, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ერიკა ოლსონის განცხადებით, მათ აწუხებთ ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს. „მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა, ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა ერიკა ოლსონმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა