სახალხო დამცველის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მიმდინარე წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ასევე პრობლემად რჩება როგორც აფხაზეთის, ისე „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით, უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა.

“საანგარიშო პერიოდში, კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში დამძიმდა. მოსახლეობას სირთულეებს უქმნიდა 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა. 2020-2021 წლის განმავლობაში არაერთი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად.

კვლავ პრობლემად რჩება, საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პატიმართა ცემა და არასათანადო მოპყრობის საკითხები. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.

კვლავ გამოწვევად რჩება სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების მდგომარეობა. პრობლემურია მათი ასეთი შენობებიდან განსახლების პროცედურები, აგრეთვე დაზუსტებასა და სრულყოფას საჭიროებს ასეთი შენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სახელმწიფოს პრობლემის მასშტაბის უკეთ გააზრებაში დაეხმარება“,-განაცხადა ლომჯარიამ.

04.08.2025 / 09:05

პაატა ზაქარეიშვილი - ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!

7 პარტიის აკრძალვა და საქმის აღძვრა ყოფილ პრემიერზე - რა იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაში

დავით ზურაბიშვილი - “პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო პოზიციას ვაფასებ, მაგრამ ძალიან არასერიოზულია მისი წინადადება... ჩანს, არავინ ეუბნება, რომ ცდება”

საარჩევნო კამპანია ლიდერების გარეშე - “თუ დაინახეს, რომ ოპოზიციის რეიტინგი იზრდება, პრეზიდენტმა შეიძლება ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალოს”

გიორგი გობრონიძე - “ტრამპი მიხვდა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და მოუწევს სწორედ ძალის დემონსტრირება”

სახალხო დამცველის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მიმდინარე წელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა.

როგორც მან ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ასევე პრობლემად რჩება როგორც აფხაზეთის, ისე „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით, უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა.

“საანგარიშო პერიოდში, კვლავ უმნიშვნელოვანესს გამოწვევას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლება. აღნიშნული უფლებით სარგებლობა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში დამძიმდა. მოსახლეობას სირთულეებს უქმნიდა 5-დღიანი სავალდებულო კარანტინის დაცვა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ მოქალაქეებს დაუწესა. 2020-2021 წლის განმავლობაში არაერთი უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც დაწესებული შეზღუდვების გამო, აფხაზეთის მცხოვრებლები საკუთარი სიცოცხლის ფასად, სხვადასხვა შემოვლით გზას მიმართავდნენ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად.

კვლავ პრობლემად რჩება, საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პატიმართა ცემა და არასათანადო მოპყრობის საკითხები. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.

კვლავ გამოწვევად რჩება სიცოცხლისთვის ან/და ჯანმრთელობისთვის მომეტებულ საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების მდგომარეობა. პრობლემურია მათი ასეთი შენობებიდან განსახლების პროცედურები, აგრეთვე დაზუსტებასა და სრულყოფას საჭიროებს ასეთი შენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელიც სახელმწიფოს პრობლემის მასშტაბის უკეთ გააზრებაში დაეხმარება“,-განაცხადა ლომჯარიამ.

ემილ ავდალიანი -  მიუხედავად ზანგეზურის დერეფნის შესაძლო გახსნისა, საქართველოზე გამავალი გზა უკვე აწყობილია და მასში ჩართულები არიან ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან ევროკავშირი, ჩინეთი და სხვები
ანდრო გოცირიძე  -   შეუიარაღებელი  თვალითაც კი ჩანს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჩამოშლილია და ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 04.08.2025
„მონოლით დიღომი სითი“ – ახალი საცხოვრებელი კომპლექსი გადახდის საუკეთესო პირობებით
ყოველწლიური კონფერენცია მოწამვლისა და ტრავმული დაზიანებების პრევენციის შესახებ