გია ვოლსკი - გიგი უგულავას ლოგიკა შერიგებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად სცილდება რეალობას

გიგი უგულავას ლოგიკა შერიგებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად სცილდება რეალობას - ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მართვის სხვა სისტემა არ გააჩნიათ და ვერანაირ შერიგებაზე ვერ ისაუბრებენ, ვინაიდან საზოგადოებაა მათი მხრიდან დაზაფრული, დამცირებული და არა ჩვენ, მათი პოლიტიკური ოპონენტები,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ ეროვნულ შერიგებაზე ოპოზიციონერების იდეასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, ხელისუფლების ცვლილება წინა ხელისუფლების სასჯელს არ ნიშნავს.

„საერთოდ, „თავის წაჭრის“ თემა არ დგას დღის წესრიგში 2012 წლიდან მოყოლებული, მაგრამ ადამიანმა, ვინც თავს აჭრიდა და სისხლის გუბეები დააყენა ქვეყანაში, წამებით მართა სახელმწიფო, პასუხი უნდა აგოს “,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ოპოზიცია მმართველ გუნდს ეროვნულ შერიგებას სთავაზობს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ეს იდეა ფართომასშტაბიან ამნისტიას გულისხმობს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულკავას განცხადებით, თუ ამნისტია განხორციელდება, მომდევნო ხელისუფლებას აღარ ექნება ცდუნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „თავები დააჭრას“, რითაც სასამართლო რეფორმის ჩატარების სივრცე შეიქმნება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის