თბილისის მერიამ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია დაასრულა

თბილისის მერიამ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები დაასრულა. ღონისძიებებში, რომელიც დედაქალაქის რაიონულ გამგეობებში მიმდინარეობდა, ჩართულები იყვნენ გამგეობების ხელმძღვანელობა და თანამშრომლები. თემატურ შეხვედრებს თბილისის მერიის გენდერულ საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო ჯგუფის წარმომადგენლები უძღვებოდნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა გენდერის საკითხებში ნინო ბურძენიძემ განაცხადა, თბილისის მერია ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ არაერთ ღონისძიებას ახორციელებს.

„ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, გამოწვეულია გენდერული უთანასწორობით, იგი წარმოადგენს ადამიანის უფლების დარღვევის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას და მნიშვნელოვან დაბრკოლებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. დემოკრატიულ, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მიუღებელია ძალადობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა. ყველა ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ყოველგვარი ზეწოლის, შევიწროების, ძალადობის გარეშე, დამამცირებელი და მტრული გარემოსგან თავისუფალ საზოგადოებაში. თბილისის მერია აცნობიერებს საკუთარ როლს, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და თანასწორი, მტრული გარემოსგან დაცლილი გარემოს შექმნაში და ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთ საინფორმაციო კამპანიას მართავს დედაქალაქის გამგეობებში. მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში, გაერთიანებული ძალისხმევით მიღწეული პროგრესისა, პრობლემის მასშტაბისა და საფუძვლების გათვალისწინებით, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი პრიორიტეტია. თბილისის მერია თავისი სერვისებით მხარს უჭერს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, რადგან ამ პრობლემის დაძლევა საერთო პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ნინო ბურძენიძემ.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება და მას არაერთი ქვეყანა და ათასობით ორგანიზაცია უერთდება. კამპანია 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების აქტუალიზაციას, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა