დიმიტრი პესკოვი - კრემლი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტის აშშ-სა და ნატო-სთვის წარდგენას გეგმავს

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვი უსაფრთხოების გარანტიებისა და ნატოს აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოების შეჩერების აუცილებლობის თვალსაზრისით საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებაზე მუშაობს.

”პუტინმა უთხრა ბაიდენს, რომ ჩვენ მოვამზადებთ და წარვადგენთ ასეთ დოკუმენტს ძალიან სწრაფად, ერთი კვირის განმავლობაში. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ურჩევნია, დიალოგში ნატოს რამდენიმე ქვეყანა ჩაერთოს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლა დაუკავშირდება თავის კოლეგებს, ეს კონტაქტები უკვე შედგა და გაგრძელდება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ დასაწყისისთვის ამერიკულ მხარეს ჩვენი კონცეპტუალური ხედვა უნდა წარვუდგინოთ“, - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოითხოვს იმის სამართლებრივ გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით და არ განათავსებს იარაღს რუსეთის ტერიტორიის სიახლოვეს. ამასთან, ვაშინგტონი გამუდმებით აცხადებს, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას ვეტო დაადოს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება