ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის ინფორმაციით, უკვე არის მზაობა გაზაფხულზე თბილისში კონგრესის დელეგაციის ვიზიტის შესახებ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-დან დელეგაციების ვიზიტების დინამიკა ძალიან მაღალია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით დიპლომატიური კორპუსი განუწყვეტლივ მუშაობს.
„ძალიან მაღალია ბოლო წლების განმავლობაში დინამიკა. მიუხედავად პანდემიისა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მდივნის ვიზიტის პარალელურად, გაიმართა კონგრესის სამი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვმუშაობთ, იქნება ეს წარმომადგენლებისა თუ სტაფერების დონეზე, რაც ხელს გვიწყობს შემდგომ სამუშაო პროცესის იოლად წარმართვაში. ჩვენ გვაქვს მზაობა, რომ გაზაფხულისთვის უკვე შემდეგი ვიზიტი უნდა განხორციელდეს,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"