ლევან ხაბეიშვილი - გამოძიებას კითხვები ჰქონდა, თუ ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამ თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობის უკან

გამოძიებას კითხვები ჰქონდა, თუ ვინ შეიძლებოდა მდგარიყო ამ თაღლითური სქემის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობის უკან - მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაკითხვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა ასეულობით ოფისის არსებობა დედაქალაქში, რომლებიც მილიარდობით დოლარს სძალავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

ხაბეიშვილის შეფასებით, აღნიშნული საქმით საერთაშორისო გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

„მათ კითხვები ჰქონდათ, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ამ თაღლითური სქემის უკან, მფარველები ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ, ან რამდენად ფართოა ეს დანაშაულებრივი ჯგუფი. მე მივაწოდე ინფორმაცია, რომ ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი, რაც გამოკითხვის ოქმში აისახა და ჩემი მოთხოვნით ეს ჩაწერილია. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამ ადამიანების დაკითხვა იმიტომ, რომ თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მაშინ შეუძლებელი იქნებოდა ასეულობით ასეთი ოფისის არსებობა დედაქალაქში, რომლებიც მილიარდობით დოლარს სძალავენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რითაც საბოლოო ჯამში უნდა დაინტერესდეს საერთაშორისო გამოძიება.

ამ მიმართულებით ძალიან ბევრს გავაკეთებ და მივაღწევ იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა, საერთაშორისო თაღლითობა, რაზეც აუცილებელი იქნება რეაგირება. ისინი იძულებულები არიან დაიწყონ გამოძიება მიუხედავად იმისა, რომ ამის სურვილი მათ ნამდვილად არ ჰქონდათ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება