რადას დეპუტატი - რუსეთის ულტიმატუმი ცივილური სამყაროს მიერ უარყოფილი იქნება

ნატოში უკრაინის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის, რადას დეპუტატის ეგორ ჩერნოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთისთვის ულტიმატუმის წაყენებით, მდგომარეობა გაიუარესა და ახლა რუსეთს მოუწევს საბოლოოდ დათმოს უკრაინა, ან უკანასკნელი ნაბიჯი გადადგას უფსკრულისკენ. ამის შესახებ დეპუტატი „ფეისბუქში“ წერს.

მისი აზრით, ამერიკისა და ნატოსადმი მოთხოვნის შესრულება, რომელიც კრემლმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოაქვეყნა, შეუძლებელია თეორიულადაც კი, ვინაიდან ეს იქნებოდა ალიანსისა და მთელი დასავლეთის კრახი.

„ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმება უკრაინისა და საქართველოს წევრობის პერსპექტივის შესახებ, იმის მანიშნებელი იქნება, რომ ალიანსის პოლიტიკას კრემლი განსაზღვრავს. რუსეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში ამერიკისა და ნატოს მიერ დარტყმითი სისტემების განუთავსებლობაზე გარანტიების იურიდიულად დამოწმება, ამ ქვეყნებს სუვერენიტეტის გარეშე დატოვებს. ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოს, არამედ აზერბაიჯანსაც, სადაც მდებარეობს თურქეთის შეიარაღება, ასევე ნატოს წევრებს - ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთს. რუსეთის ულტიმატუმი იმაზე მეტყველებს, რომ პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებები კრემლისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ახლა მოსკოვში, როგორც ჩანს, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს სამომავლო მოქმედებებთან დაკავშირებით და ასეთი ულტიმატუმის წამოყენება მსოფლიოს კარგს არაფერს უქადის. რა თქმა უნდა, ეს ულტიმატუმი ცივილური სამყაროს მიერ უარყოფილი იქნება, ამიტომ უკეთესის მოლოდინში უარესისთვის ვემზადებით, თავდაცვისთვის“ , - წერს რადას დეპუტატი, საპრეზიდენტო ფრაქციის წევრი ეგორ ჩერნოვი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა