ტექნიკური უნივერსიტეტი - 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტების ტოპ სამეულში ღირსეულ ადგილს იკავებს

2021 წლის ივლისის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტების ტოპ სამეულში ღირსეულ ადგილს იკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული რეიტინგი უნივერსიტეტების საერთაშორისო სარეიტინგო სისტემა Webometrics-მა გამოაქვეყნა.

„Webometrics - უნივერსიტეტების საერთაშორისო სარეიტინგო სისტემაა, რომელიც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას, შეაფასონ უნივერსიტეტების პრესტიჟი მსოფლიო მასშტაბით და თვალყური ადევნონ მათ განვითარებას.

Webometrics 17 წელია აკვირდება საერთაშორისო უნივერსიტეტებს და წელიწადში ორჯერ (იანვარსა და ივლისში) აქვეყნებს მათ რეიტინგებს. თავდაპირველად აღნიშნულ სარეიტინგო სისტემაში ხვდებოდა 19 000 უნივერსიტეტი, დღეს კი ეს რიცხვი 31 000-ზე მეტს შეადგენს.

უნივერსიტეტების საერთაშორისო სარეიტინგო სისტემა რეიტინგს სამი კრიტერიუმის გათვალისწინებით ითვლის:

ხილვადობა (Impact) - ვებ-გვერდის ხილვადობა

მეთოდოლოგია - გარე რესურსების (წყაროების, ქვეწყაროების) რაოდენობა, რომლებიც უკავშირდება დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდს (რიცხვი ნორმალიზებულია და მაქსიმალური მნიშვნელობაა შერჩეული);

გამჭვირვალობა (transparency or openness) - ტოპ ციტირებადი მეცნიერი.

მეთოდოლოგია - წყაროსთან შეფარდებით, ტოპ ავტორებს შორის ციტირების რაოდენობა.

უპირატესობა (excellence) - ტოპ ციტირებადი ნაშრომი

მეთოდოლოგია - ნაშრომები, რომლებიც შედის ყველაზე ციტირებადი შრომების 10%-ში.

აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო მეთოდოლოგია რეგულარულად იცვლება, რათა შედეგები იყოს მაქსიმალურად ობიექტური. შესაბამისად, ამა თუ იმ კრიტერიუმის წონა მუდმივად იზრდება ან/და მცირდება, რაც ზოგჯერ რეიტინგში უნივერსიტეტების პოზიციაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა ჭრილში და რა მასშტაბით ვაკვირდებით უნივერსიტეტს: მსოფლიოს, ქვეყნის თუ ქალაქის მიხედვით.

2021 წლის ივლისის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტი საქართველოს უნივერსიტეტების ტოპ სამეულში ღირსეულ ადგილს იკავებს. (https://www.webometrics.info/en/Europe/Georgia%20)

სტუ უნივერსიტეტებს შორის ძირითად ნუსხაში მეორე ადგილზეა ( 1 ადგილი- თსუ, 3 ადგილი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), ხოლო Webometrics-ის (openness rank -2402) ტოპ ციტირებადი მეცნიერის კრიტერიუმის შეფასების მიხედვით, პირველზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს საუნივერსიტეტო სივრცეში ყველაზე ციტირებადი მეცნიერების რაოდენობრივი მაჩვენებლით ლიდერია.

საერთაშორისო სარეიტინგო სისტემა უნივერსიტეტის რეიტინგს დარგების მიხედვითაც განსაზღვრავს. 2021 წლის ივლისის დარგობრივი მაჩვენებლით, სტუ ცენტრალური და აღმოსავლეთი ქვეყნების უნივერსიტეტების რეიტინგის ტოპ ასეულში შედის და აქაც (openness rank -2402) ტოპ ციტირებადი მეცნიერის კრიტერიუმის მიხედვით, პირველ ადგილზეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს