„თიბისი ლიზინგი“ BARTA 2021 წლის გამარჯვებულია

„თიბისი ლიზინგი“ BARTA 2021 წლის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაჯილდოების წლევანდელ ცერემონიაზე 18 ნომინანტი კომპანია იყო წარმოდგენილი. გამარჯვებულები კომპეტენტურმა საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა.

ნომინაციაში: საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის „მცირე და საშუალო კომპანიები (სდპ 500-ზე ნაკლები დასაქმებულით)“ „სს „თიბისი ლიზინგი“ გამარჯვებულად დასახელდა.

,,აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს „თიბისი ლიზინგის“ კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტთან შესაბამისობის მაღალ ხარისხს, რაც დადებითად აისახება კომპანიის რეპუტაციაზე და სამომავლოდ საშუალებას აძლევს მას დამატებით ახალი ფინანსური სახსრები მოიზიდოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან.

საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს, BARTA 2021 წლის პროექტი ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით 2019 წელს დაარსდა.

კონკურსის მიზანია საფინანსო სექტორში ანგარიშგების წესებთან შესაბამისობის, ჯანსაღი კონკურენციის და გამჭვირვალობის წახალისება, რაც დადებითად აისახება კომპანიის მხრიდან ინვესტორთა მოზიდვის პროცესზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია