ალუდა ღუდუშაური - "ნაცმოძრაობაში" თუ ვინმე რამე მუსიკას უკვეთავს, ეს არის სააკაშვილი, რომლის ნარატივია ქვეყანაში არეულობის მოწყობა - მგლის თავზე სახარება როგორ უნდა წაიკითხო?

თურმე დეკემბერში აქცია უნდა დავაანონსოთ, ქვეყანა ამოვატრიალოთ და ხელოვნური დაძაბულობის კერები შევქმნათო - მგლის თავზე სახარება როგორ უნდა წაიკითხო, წარმოუდგენელია ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა.

ალუდა ღუღუშაურმა ე.წ. შერიგების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა

თუმცა ამის საპასუხოდ, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ისმის შეურაცხმყოფელი რიტორიკა, მუქარა და დესტრუქცია.

„ზოგადად, გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, ხვალინდელი დღისთვის და განვითარებისთვის, ქვეყანაში სტაბილურობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია. ამის საპასუხოდ მთელი ამ წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გვესმოდა შეურაცხყოფა და არა მარტო გვესმოდა ეს მუქარები, დესტრუქცია, ძალადობრივი ენა, მოქმედებაში ვხედავდით. ამის ნათელი მაგალითი არის სააკაშვილის ერთი დღის წინ გაკეთებული განცხადება, რომ თურმე არავისთან საბოდიშო არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაციონალურ მოძრაობის“ რეალური მმართველი - კარგად ვიცით, რომ მელიას არავინ არაფერს ეკითხება, იქ თუ ვინმე რამე მუსიკას უკვეთავს და სხვები ამ ყველაფრის შემსრულებლები არიან, ეს არის მიხეილ სააკაშვილი - მისი ნარატივი და დღის წესრიგი არის მოვაწყოთ ქვეყანაში არეულობა, ამათ ძალა უნდა ვაჩვენოთო. თურმე დეკემბერში აქცია უნდა დავაანონსოთ, ქვეყანა ამოვატრიალოთ და ხელოვნური დაძაბულობის კერები შევქმნათო, ოღონდ ხელოვნურს აღარ ამბობს. ვის უნდა შეუტიოს? - მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას მართავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ცვლილება მას ამ გზით წარმოუდგენია. მგლის თავზე სახარება როგორ უნდა წაიკითხო, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში