გურამ მაჭარაშვილი - პრეზიდენტის საახალწლო მიწვევაში გასაკვირი არაფერია, დადგა წინასაახალწლო პერიოდი და იმედია, ამაზე მაინც შევთანხმდებით ოპოზიციასთან, რომ ეს პერიოდი ნამდვილად დადგა

პრეზიდენტის საახალწლო მიწვევაში გასაკვირი არაფერია, დადგა წინასაახალწლო პერიოდი და იმედია, ამაზე მაინც შევთანხმდებით ოპოზიციასთან, რომ ეს პერიოდი ნამდვილად დადგა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტთან მიღებას "ქართული ოცნების" წარმომადგენელიც დაესწრება.

დაზუსტებაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ მიღებას არ დაესწრება, მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ "ალბათ, "ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს, რომ ახალი წელი დგება."

"პრეზიდენტთან მივა შესაბამისი წარმომადგენლობა და იქნება საუბარი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ამ ფორმატში. ეს არის ოფიციალური მოწვევა, მაგრამ ასეთი ტიპის არაფორმალური ურთიერთობები ხელს უწყობს იმას, რომ არამხოლოდ პოლიტიკოსებმა, ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენლებმა ერთმანეთთან დაილაპარაკონ და პოლიტიკოსებს უფრო შეუწყობს ხელს თუ ამ სიტუაციას ოპოზიცია გამოიყენებს. იქ რა დისკუსია იქნება, ვნახავთ. ჩვენ არა მხოლოდ განცხადებებით გავაკეთეთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ სიტუაციის დეპოლარიზაცია მომხდარიყო. რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნორმალური პოლიტიკური დიალოგისთვის. თუ მათ საკითხი დააყენეს, რომ სააკაშვილი გაათავისუფლონ პატიმრობისგან და "ნაციონალური მოძრაობა" მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არ არის შერიგების ფორმატი. იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში სხვა პარტიები დაფიქრდებიან, რომ აუცილებელია ნორმალური პოლიტიკური პროცესი,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, რა ნაბიჯს გადადგამს "ქართული ოცნება" შერიგების მიმართულებით, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პირველ რიგში, საჭიროა ოპოზიცია პარლამენტს დაუბრუნდეს.

"ჩვენ რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ, პარლამენტიდან ქუჩაში ხომ არ გავალთ, მოვიდნენ ქუჩიდან პარლამენტში და ამის შემდეგ დავილაპარაკოთ,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს