ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოს სხდომის დროულად ჩანიშვნას ითხოვენ

ბათუმის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები საკრებულოს სხდომის დროულად ჩანიშვნას ითხოვენ. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა კილაბერია აცხადებს, საკრებულოზე ორ საკითხს დააყენებენ, რომელიც თავმჯდომარის არჩევას და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობას გულისხმობს.

მათივე თქმით, გიორგი გახარიას პარტიის "საქართველოსთვის" წევრებს პოზიციის დასაფიქსირებლად ბათუმის საკრებულოში იწვევენ. ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ გახარია საქართველოსთვის ოფისში მოსალაპარაკებლად მისვლას არ გეგმავენ.

„დღეს ბათუმის საკრებულო თავმჯდომარეს ვერ ირჩევს და თვითმმართველობაში დღეს კრიზისი გვაქვს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვიწვევთ საკრებულოს სხდომას და მივმართავთ საკრებულოს აპარატს, რათა დროულად მოხდეს საკრებულოს სხდომის ჩანიშვნა. საკრებულოს სხდომაზე ორ საკითხს დავასახელებთ, პირველი იქნება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და მეორე - ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის ბათილად ცნობას მოვითხოვთ", - აცხადებს ლაშა კილაბერია.

აღსანიშნავია, რომ გახარიას პარტიის წევრებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ბათუმის საკრებულოს წევრებს მოსალაპარაკებლად საკუთარი პარტიის ოფისის შესთავაზეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს