„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

„სოფელ ბორბალოში სარემონტო სამუშაოების დროს შეიცვლება დაზიანებული მილსადენის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგების საიმედოობას და საგრძნობლად შეამცირებს წყლის დანაკარგს. შედეგად თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, სოფლების (ბორბალო, ვაშლოვანი, ერტისი, კოდა, კოდის დევნილთა დასახლება, მუხათი, ღოუბანი და კუმისი) 500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია