კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს პარლამენტმა უმასპინძლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას, დაესწრნენ სესიას და შეხვდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს.

სტუდენტებმა ასევე დაათვალიერეს მარო მაყაშვილის სახელობის საკონფერენციო დარბაზი და პარლამენტის შენობაში არსებული ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი, სადაც გაეცნენ სხვადასხვა სახის სამართლებრივ და ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიას.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის