ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული, რომელმაც დამწვრობა მიიღო, ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი

ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსის პირველ სართულზე აფეთქების შედეგად დაშვებული, რომელმაც დამწვრობა მიიღო, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მას დამწვრობა აქვს მიღებული და მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში, პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად მოხდა.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ამავე ინფორმაციით, დაშავდა სულ 4 ადამიანი, მათგან ერთმა დამწვრობა მიიღო, რომლის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო 3-მა პირმა ინტოქსიკაცია მიიღო.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს