რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილს ქორის პოზიცია ეჭირა და ახლა მშვიდობის მტრედის როლს თამაშობს - ეროვნული თანხმობის დასაწყებად შევხვდებით დღეს, ხვალ, ზეგ, ცალკე, სხვებთან ერთად

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა მისასალმებელი და კარგია და ჩვენ მას უპირობოდ ვუერთდებით - საერთო ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყებად შევხვდებით დღეს, ხვალ, ზეგ, ცალკე, სხვებთან ერთად - ერთ მაგიდასთან ყველასთან ერთად დავსხდებით, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ამ პროცესიდან სუფთად ვერ გამოვა, რადგან მას ორი ისეთი დიდი კონსტიტუციური იარაღი აქვს, როგორიცაა ვეტო და შეწყალების უფლება.

„ჩვენ არ ვიცით, რა მოტივები ამოძრავებდა, როცა საკუთარი მიდგომა რადიკალურად შეცვალა - როცა ქორის პოზიცია ეჭირა და ამბობდა: „არა და არასოდეს“, ახლა მშვიდობის მტრედის როლს თამაშობს. ეს ძალიან კარგია - ევროპაში მისი მოგზაურობის შედეგია, საპატრიარქოში რაღაც კონსულტაციები ჰქონდა... არ ვიცით, იყო თუ არა ეს ივანიშვილთან შეთანხმებული, მაგრამ ფაქტია, რომ მას საზოგადოებას სწორი წინადადებით მიმართა. როცა ვამბობ, რომ აქედან ვერ გამოვა, ვგულისხობ იმას, რომ ვერ იტყვის პროცესს “ქართული ოცნება“ გაემიჯნა და ამიტომ, სამწუხაროდ, პროცესი მორჩა. ვერ იტყვი, რომ ოპოზიციამ რაღაც დააშავა. მას მთავრობისაგან დამოუკიდებლად შეუძლია პროცესის ნაწილობრივი მხარდაჭერა - თუნდაც პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. ამიტომ ნუ უყურებს მთავრობას და ნუ უყურებს ივანიშვილს. ამით პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს - მას ხალხმა კონსტიტუციით ძალა მისცა და ეს მან უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ როდესაც ეროვნული თანხმობის საკითხთან დაკავშირებით არის ულტიმატუმი და „ვიღაცებს მონანიებისა თუ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ, ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ მოსანანიებელი საკითხები ხომ ჩამოწეროს, ათი გვერდი არ ეყოფა შეცდომებს და დანაშაულს, რაც მათ ამ ათი წლის განმავლობაში ჩაიდინეს“.

„მხოლოდ ერთი დანაშაული საკმარისია, რომ "ქართული ოცნება" პოლიტიკაში საერთოდ არ უნდა იყოს - ეს არის ის, რომ ქვეყანა კონსტიტუციის გარეშე იმართება. კონსტიტუცია არ არსებობს. ის ჩვენს მოქალაქეებს თავზე გადაახიეს. ზის კაცი სადღაც და სიგნალებითა და ფლუიდებით - სენსორულად მართავს თავის პაიკებს. ამიტომ არ გვინდა რაღაც წინაპირობების წამოყენება. თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ჩაშალოს, ეს ძალიან კარგად გამოჩნდება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ