ბადრი ჯაფარიძე - ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას, მზად ვართ, აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებს შორის

დადებითია, რომ მარგველაშვილი ჩაერთო იმ პროცესში, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება, თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რისი ინიცირებაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოახდინა. მივესალმებით მარგველაშვილის ჩართვას ამ პროცესში, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

როგორც ბადრი ჯაფარიძე განმარტავს, ისინი ელოდებიან პრეზიდენტი ზურაბიშვილის მიწვევას და როგორც ის უწოდებს, ეს იქნება თანხმობის მიღწევის მცდელობა, რაშიც „ლელო" აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. მისი თქმით, არ უნდა ჰქონდეს ვინმეს ილუზია, რომ მოკლე დროში მოხდება ყველა პრობლემის გადაჭრა, თუმცა პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია. აქვე, იგი ასახელებს გარკვეულ თემებს, რომელზეც გაკეთდება მნიშვნელოვანი აქცენტი.

„დადებითია, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ჩაერთო ამ პროცესში, რასაც ჰქვია დიალოგის დაწყება, თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რისი ინიცირებაც მოახდინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. აქედან გამომდინარე, ეს არის დადებითი და რა თქმა უნდა მივესალმებით მარგველაშვილის ჩართვას ამ პროცესში. მას ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, უნდა შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან. ზოგადად ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში დამყარდეს ნორმალური პოლიტიკური გარემო, მტრობა, სიძულვილი არ დომინირებდეს ამ პოლიტიკურ ველზე, არამედ დავიწყოთ ყველამ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მივაღწიოთ თანხმობას ქვეყნის ძირითად პრობლემებთან დაკავშირებით.

ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას, ჩვენ მზად ვართ, რომ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებს შორის. საზოგადოების გამთლიანებისკენ გადადგმა ნაბიჯის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. აქ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ უცებ, ან ერთ კვირაში, ან ორ კვირაში შეიძლება ყველა პრობლემა, რაც დაგროვდა წლების განმავლობაში ახლა უცებ გადაიჭრას, მაგრამ აუცილებელია, დავიწყოთ პროცესი, შედგეს პროცესი, შევთანხმდეთ ფორმატზე და ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველამ, ქვეყნის პრიორიტეტები დავაყენოთ წინ და არა პარტიული ინტერესები. ბევრი თემა არის განსაკუთრებული პრიორიტეტის მქონე. ეს არის რა თქმა უნდა უსაფრთხოების საკითხები, პოლიტიკური მართლმსაჯულება, გამოწვევები ეკონომიკის კუთხით და შეცვლა, პოლიტიკური ველის იმ კონტრპოდუქტიული პოლიტიკური ველიდან, რაც დაფუძნებულია ზიზღზე, სიძულვილზე. უნდა გარდავქმნათ ის შესაძლო კოოპერაციის და თანამშრომლობის ველში, როდესაც ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები ახერხებენ შეჯერდნენ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა