გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურში იმყოფებოდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები, სამუშაო ვიზიტით, ანკარაში, თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურში იმყოფებოდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილებზე დაათვალიერეს ანკარის საავიაციო მეტეოროლოგიური ცენტრი, მეტეოროლოგიური რადარი, აეროლოგიური სადგური და გამზომი ხელსაწყოების საკალიბრაციო ლაბორატორია. სააგენტოს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის მხრიდან, გამოითქვა მზადყოფნა, ითანამშრომლოს საქართველოსთან რადარული მეტეოროლოგიის, აგრომეტეოროლოგიის, ამინდის პროგნოზის მოდელების დანერგვის და მეტეოროლოგიური პარამეტრების გამზომი ხელსაწყოების კალიბრირების მიმართულებით. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურთან დაგეგმილი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და ამინდის პირობებზე დამოკიდებული დარგების - სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის მეტეოროლოგიური ინფორმაციული მომსახურების ეფექტიანობის გაზრდას.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“