საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - ნებისმიერი პროცესი, როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთს და ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არ მოხდება საქართველოს და უკრაინის ინტერესების ხარჯზე

ცალსახად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი პროცესი, როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთს და ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არ მოხდება საქართველოს და უკრაინის ინტერესების ხარჯზე, - ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია რუსეთის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, სადაც რუსეთი ნატო- გან მოითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო არ გაფართოვდება.

მისი თქმით, საქართველო - ნატო- ს ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს და ნატო- ს გადასაწყვეტია.

"რაც შეეხება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ეს არის საქართველოს საზოგადოების არჩევანი. ამ საკითხზე ქართულ საზოგადოებაში არსებობს ფართო ეროვნული კონსენსუსი. შესაბამისად, საქართველოს ნაბიჯები მისი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციისკენ შეუქცევადია და არ ექვემდებარება საქართველოს მხრიდან არანაირ განხილვას. ნატო- ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ნატო- ს წევრებმა უნდა გადაწყვიტონ. რუსეთი აღნიშნულ საკითხში ყოველთვის იყო რადიკალური და ნატო- ში საქართველოს თუ უკრაინის ინტეგრაცია მისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ცალსახად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი პროცესი, როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთს და ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არ მოხდება საქართველოს და უკრაინის ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ფართო კონსულტაციები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მთლიანად საერთაშორისო არენაზე ვითარება არის საკმაოდ რთული,"- განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულებების ორი პროექტი გამოაქვეყნა, რომელიც ნატო-სა და აშშ-სგან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას ითვალისწინებს. შეთანხმების პროექტის პირველი ტექსტის მიხედვით, რუსეთი ნატო-სგან შემდგომი გაფართოებისა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გამორიცხავს ითხოვს, ასევე უარის თქმას დამატებითი ძალებისა და შეიარაღების განთავსებაზე ქვეყნებს გარეთ, იმ ტერიტორიებზე, რომლებშიც ისინი იყვნენ 1997 წლის მაისის მდგომარეობით (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე). რუსეთის საგარეო უწყება ასევე ითხოვს, უარის თქმას ნატო-ს ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ასევე იმას, რომ არ განთავსდეს საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტები იქ, საიდანაც მათ შეუძლიათ სხვა მხარის ტერიტორიის დაზიანება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა