ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილმა შეუძლებელი თავგანწირვა აჩვენა - ის არ იმსახურებს ციხეში ყოფნას

მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა ემსახურება იმას, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს დემოკრატიის და განვითარების შეუქცევად გზას. მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პოლიტიკური თანხმობა, არამედ ადამიანებს შორის თანხმობაც.

„დღეს საქართველოში არის უმძიმესი ვითარება. ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ეს უმძიმესი ვითარება გამოწვეულია სწორედ იმით, რომ ქვეყანა მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს, რომელმაც გადაწყვიტა, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს მის უშუალო დაქვემდებარებაში. მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვა ემსახურება იმას, რომ ეს ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ დაადგეს დემოკრატიის და განვითარების შეუქცევად გზას. მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას. ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამყარდეს პოლიტიკური და ადამიანებს შორის ის თანხმობა, რომელიც არის აუცილებელი.

მიხეილ სააკაშვილმა გასწირა თავი, რის გამოც თითოეული ჩვენგანი მოვიდა აქ. თავისუფლება არის ის ძალა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს შეაძლებინებს შეუძლებელს და სწორედ ეს შეუძლებელი თავგანწირვა აჩვენა მიხეილ სააკაშვილმა. საქართველოს სახელმწიფოს ძალიან დიდი სირცხვილია ის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არის ციხეში, დიდი სირცხვილია ის, რომ ჩვენ გვაქვს ყველა ინსტიტუტი მიტაცებული ერთი ადამიანის მიერ. მიხეილ სააკაშვილი არ იმსახურებს ციხეში ყოფნას, რადგან მისი ერთადერთი მიზანი იყო ამ ქვეყნის გარღვევა, პროგრესი და ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი - თავისუფლება, რის გამოც, იგი აღმოჩნდა ოლიგარქის საპყრობილეში. მინდა გითხრათ ღიად და გულწრფელად, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, რომ პრეზიდენტებს აღარ ასამართლებდეს ის სასამართლო, რომელიც რეალურად არ იმსახურებს საქართველოს მოქალაქეების ნდობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა არ გადაიჩეხოს დაპირისპირების ისეთ უფსკრულში, როგორშიც ერთხელ და რამდენჯერმე უკვე იყო“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა