ხატია დეკანოიძე - თავგანწირვის აქტი მნიშვნელოვანია - ამ ეტაპზე მე არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თავგანწირვის აქტი - ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, მე არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძე განმარტავს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყება ულტიმატუმს არ ეფუძნება. ამასთან დასძენს, რომ ხელისუფლების პროპაგანდაა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პარტიას დაფინანსება შეუწყდებოდა, თუ შიმშილობის აქციას არ დაიწყებდა.

„ულტიმატუმი ნამდვილად არ იყო. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ, მათ შორის, ოფისთან, რათა ხელი არ შევუშალოთ ბავშვებს, რომლებიც მოდიან ნაძვის ხესთან.

ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გუნდურად მივიღეთ. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩართულები ვიყოთ და ხელი არ შევუშალოთ იმ პროცესს, რომელიც პრეზიდენტის მიერ არის წამოწყებული. მე გახლდით შეხვედრაზე და მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე პრეზიდენტთან პარტიების შეხვედრაზეც.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია თავგანწირვის აქტი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, არ ვარ იმ ადამიანებს, შორის, ვინც იშიმშილებს. კონკრეტულად გვჭირდება ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იბრძოლებენ. მესმის და ძალიან ვაფასებ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას“,-აღნიშნავს დეკანოიძე.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს