აკაკი მინაშვილი - ვუერთდები პროტესტის უკიდურეს ფორმას, სწორედ ეს ფორმებია საჭირო, რომ მიზანს მივაღწიოთ

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ მასობრივი შიმშილობის პროტესტს პარტიის ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი უერთდება.

როგორც მინაშვილმა ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება პატიმრობიდან მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

მინაშვილი არ აკონკრეტებს კიდევ ვინ უერთდება პარტიიდან შიმშილობას.

თუმცა, განმარტავს, რომ პროტესტის ამ ფორმას ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება და ეს ძალიან მალე გაირკვევა.

მისივე თქმით, “ასობით ადამიანი იქნება, ვინც ჩაერთვება ამ პროტესტში”.

“მე ვუერთდები პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას. მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა გაგრძელდება. ქვეყანაში არის უკიდურესად მძიმე ვითარება და სწორედ ეს ფორმებია საჭირო იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ. მიტაცებული აქვს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი ხელში აქვს ჩაგდებული, ამიტომ, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს ძალიან პრინციპულ, მწვავე დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ. ქვეყანაში სწრაფად არის გადასაწყვეტი მნიშვნელოვანი საკითხები, იმისთვის, რომ ჭაობიდან ამოვიდეთ. პირველ რიგში, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და მიხეილ სააკაშვილი ამ პოლიტიკური დევნის სიმბოლოა”, - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს