ლევან იოსელიანი - შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან

დიდი ხანია ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც - შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" მასობრივი შიმშილობის აქციას.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის მათზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს პროტესტის ამ ფორმას ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით.

„გაუგებარია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება წინასაახალწლოდ რატომ მიიღო, იმ პირობებში, როცა სამოქალაქო თანხმობაზეა საუბარი და ისინი ამ პროცესში ჩართვაზე უარს არ ამბობენ. შიმშილობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და ამ ფორმას არ ვემხრობი. დიდი ხანია ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც. პროტესტის იმ ფორმის გამოყენება, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მიმაჩნია, რომ სწორი არ არის, მაგრამ ეს მათი უფლებაა და კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა პასუხისმგებლობა მათზეა, ამ შიმშილობას რა შეიძლება მოჰყვეს. შიმშილობა ისეთი მოთხოვნებით გამიგია, რაც უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ დამოკიდებულება - „გახსენით კარი და გამოუშვით კაცი ციხიდან“ - ასეთი შიმშილობა არ გამიგია. შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან,“ - განაცხადა იოსელიანმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან იოსელიანი - შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან

დიდი ხანია ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც - შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან, - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" დეპუტატი ლევან იოსელიანი ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" მასობრივი შიმშილობის აქციას.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა არის მათზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს პროტესტის ამ ფორმას ადამიანთა ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით.

„გაუგებარია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება წინასაახალწლოდ რატომ მიიღო, იმ პირობებში, როცა სამოქალაქო თანხმობაზეა საუბარი და ისინი ამ პროცესში ჩართვაზე უარს არ ამბობენ. შიმშილობა დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან და ამ ფორმას არ ვემხრობი. დიდი ხანია ევროპაში შიმშილობის ფორმას აღარ იყენებენ და პროტესტის გამოსახატად ბევრი სხვა ფორმა არის გამოგონილიც და მიღებულიც. პროტესტის იმ ფორმის გამოყენება, რაც დაკავშირებულია ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებასთან, მიმაჩნია, რომ სწორი არ არის, მაგრამ ეს მათი უფლებაა და კანონს არ ეწინააღმდეგება, თუმცა პასუხისმგებლობა მათზეა, ამ შიმშილობას რა შეიძლება მოჰყვეს. შიმშილობა ისეთი მოთხოვნებით გამიგია, რაც უფლებრივ მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ დამოკიდებულება - „გახსენით კარი და გამოუშვით კაცი ციხიდან“ - ასეთი შიმშილობა არ გამიგია. შეუძლებელია, ვიღაცის შიმშილობის გამო ადამიანი ციხიდან გამოუშვან,“ - განაცხადა იოსელიანმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია