ომბუდსმენის ინფორმაციით, წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ ნინოწმინდის პანსიონში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს

სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების, მათი მშობლებისა და სოციალური მუშაკების განცხადებების საფუძველზე დაწყებული საქმეების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს.

მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ხდებოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყების გაჭიანურება და სტერეოტიპული მიდგომა.

„ჩვენ გავეცანით მიმდინარე საქმეების გამოძიებას. აქ შემიძლია გითხრათ, რომ 2016 წლიდან დაწყებული საქმეები შევისწავლეთ, რომლებიც დღემდე მიმდინარეობს. ეს არის საქმეები, რომლებიც ეხება განცხადებებს, რომლებიც გაკეთებულია სოციალური მუშაკის ან უშუალოდ ყოფილი ბენეფიციარებისა და მათი მშობლების მხრიდან და ეხება ბავშვების მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობრივ ფაქტებს, მათ შორის, ერთ -ერთი ასეთია სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტი.

შესწავლილი საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ წლების განმავლობაში გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები გულგრილად უდგებოდნენ არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ასევე აჭიანურებდნენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენდნენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებდნენ ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებდნენ ძალიან ხშირად სტერეოტიპულად, არ ანიჭებდნენ მსხვერპლებისა და დაზარალებულების სტატუსს, არ ცდილობდნენ, რომ შეეკრათ დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და არ ცდილობდნენ, გამოევლინათ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში. ეს არის ძირითადი მიგნებები,“- განაცხადა ლომჯარიამ.

იხილეთ ანგარიში სრულად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა