ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ყველა ადამიანს ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს

მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა ადამიანს ვინც შიმშილობს, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, მისთვის შიმშილობა არის პროტესტის ფორმა და არა სუიციდის საშუალება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, სააკაშვილი მადლობა უხდის ყველა ადამიანს, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო პროტესტს ნებისმიერი ფორმით გამოხატავს, თუმცა სთხოვს, რომ საკუთარ ჯანმრთელობას გაუფრთხილდნენ.

"შიმშილობა არ არის თვითმკვლელობის პროცესი, როგორც ამას პრემიერი ღარიბაშვილი ნათლავს ხოლმე საკუთარი არაკვალიფიციურობის გამო. პრეზიდენტი მადლობა უხდის ყველა ადამიანს, ვინც ნებისმიერი ფორმით გამოხატავს პროტესტს საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. მიაჩნია, რომ ისინი არიან ქვეყნის გულწრფელი გულშემატკივრები, ოღონდ სთხოვს, რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, მდგომარეობა ძალიან საფრთხილოა, რაც კვების სირთულეებით და პოსტტრავმული აშლილობით გამოიხატება.

"თუმცა, მორალურად არის ძალიან მხნედ, განწყობილია ოპტიმისტურად და დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი მიაღწევს თავის მიზანს”, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა