ნიკა მელია - არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ,,ბიძინას შევეცოდებით"

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს. ნიკა მელია შიმშილობის პროტესტის არსს განმარტავს და აცხადებს, რომ არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა და მისი მიზანია, გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობა და ინდეფერენტული ძილიდან საზოგადოება გამოიყვანოს.

ნიკა მელიას მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ვინც კიდევ ვერ გაიგო ამ ბრძოლის არსი:

1.სააკაშვილი დღეს პოლიტპატიმარია, მიუხედავად იმისა, მოგწონთ თუ არ მოგწონთ მისი პოლიტიკური საქმიანობა

2.თუ რეჟიმი ბედავს პოლიტიკური ნიშნით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვეობაში აყვანას - გაბედავს ყველაფერს, დაიჭერს სხვა პარტიების ლიდერებს, მედიის მფლობელებს, ნებისმიერ ოპონენტს რომ ვიცოდეთ, რომ სასამართლო მაინც არსებობს ქვეყანაში, მართლმსაჯულების სიტყვას დაველოდებოდით -, ამ ქვეყანაში ვინმეს ობიექტური პროცესის მოლოდინი რომ ჰქონდეს, რადიკალურ პროტესტს არავინ მიმართავდა

3.მურუსიძის სასამართლო რეჟიმის მათრახია და არა სასამართლო

4.პროტესტი არაძალადობრივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში 90 წლების კატასტროფას დავუბრუნდებით

5.არავის მოწყალებაზე არაა მიმართული შიმშილობა, არავის აქვს მოლოდინი, რომ ,,ბიძინას შევეცოდებით" - შიმშილობის მიზანი ზოგადადაც და ახლაც არის - გამოაფხიზლოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ინდეფერენტული ძილიდან გამოიყვანოს ჩვენი საზოგადოებაც

6.რა თქმა უნდა შიმშილობა საბოლოო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად არაა საკმარისი. ეს მხოლოდ თვალსაჩინო უსამართლობის შესაწყვეტად გამოიყენება!

7.განა სხვა გზები არ არსებობს? კი არსებობს და არავისთვის აგვიკრძალია სხვა გზები გამოიყენოს - ყველამ თავის ბრძოლის გზა აირჩიოს, მხოლოდ მხარს დავუჭერ

8.მხარს ვერ დავუჭერ საახალწლო ,,სტრატეგიულ არაფრისკეთებას" და მენტორულ დაწუნებას ჩვენი პროტესტისა - პერსონალურ პროტესტს და ბრძოლას ყოველთვის აქვს დიდი მორალური ძალა!

9.არჩევნებს უარვყოფთ? არა - პირიქით მივდივართ იქეთ, რომ არჩევანის უფლება დავიბრუნოთ

10.შიმშილობით რატომ ისუსტებთ თავს? იმიტომ რომ ქვეყანაში საპროტესტო ხმა გაძლიერდეს

11.ზოგიერთს ოპოზიციაში ყოფნა ესმის მხოლოდ როგორც კოლეგა ოპოზიციონერების კრიტიკა და მუდმივად ექსპერტული პიედესტალიდან მოგვმართავს. ჩვენ არ ვართ პოლიტიკის ექსპერტები და კომენტატორები, რომლებიც გარედან უყურებენ პროცესებს - ჩვენ ყოველთვის ვიბრძვით და ვმოქმედებთ", - წერს მელია.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში