ლაშა დამენია ჯანდაცვის ახალ მინისტრზე - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურები არ არსებობენ, ამიტომ რაიმეს გამოსწორების ილუზია არ გვაქვს

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება და აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ­არაფრის გამოსწორებას არ ველოდებით, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას.

მისი თქმით, ვინ იქნება ჯანდაცვის მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს.

ამასთან, დამენიას თქმით, ის რამის გამოსწორებას არ ელოდება.

ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა მმართველობის ისეთი სისტემა, რომლის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობენ პოლიტიკური ფიგურები, არსებობენ ნომინალური შემსრულებლები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებულები. ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ჯანდაცვის მინისტრი ვინ იქნება. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, არაფრის გამოსწორებას არ ველოდებით. პანდემიის ამ რთული პირობების მდგომარეობაში, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ლაშა დამენიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯანდაცვის ახალი მინისტრი დღეს წარადგინა. ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელი ზურაბ აზარაშვილი იქნება, რომელიც ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება