ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, წელს ინსპექტირებაზე რეგისტრირებული ავტომობილების 57%-მდე გამოცხადდა, საიდანაც 30% დახარვეზდა

2021 წელს, ინსპექტირებაზე რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 57% გამოცხადდა, საიდანაც 30% დახარვეზდა, - ამის შესახებ ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ვაჟა იორდანიშვლმა განაცხადა.

როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ავტომობილები სავალდებულოობის მიუხედავად ტექინსპექტირებაზე არ გადიან.

„სტატისტიკური მონაცემებით, წელს, რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 57% ინსპექტირებაზე ცხადდება, 57% გულისხმობს 715 000 სატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნული 57% - დან, რომელიც ინსპექტირებაზე გამოცხადდა 30% დახარვეზდა. უნდა შევადაროთ ციფრები 2020 და 2019 წელთან. 2019 წელს ინპექტირება დაახლოებით 788 000-მა სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, თუმცა ეს მონაცემი გასულ წელს მხოლოდ 533 000 ავტომობილს შეადგენდა, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილები ინსპექტირებაზე არ მიდიან, სავალდებულოა, მაგრამ მაინც არ მიდიან. ასევე შესაძლოა, რომ ინსპექტირებაზე მივიდნენ, დახარვეზდნენ და განმეორებით ინსპექტირებაზე აღარ მივიდნენ, რადგან ვერ გააკეთეს ავტომობილი. ამის აღმოსაფხვრელად ადმინისტრირება „ჭკვიანი კამერებით“ უნდა ხორციელდებოდეს, თუმცა, როგორც ვიცით, „ჭკვიანი კამერები“ გარკვეული ხარვეზებით მუშაობს. სწორედ „ჭკვიანი კამერების“ გაუმართება არის მიზეზი რის გამოც გზებზე დახარვეზებული ავტომობილები დადიან“, - განაცხადა იორდანიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა