იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენა მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ამირან ძაბუნიძის მოსმენა მიმდინარეობს.

სხდომის დასაწყისში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დამსწრეებს კანდიდატის ბიოგრაფია გააცნო, რის შემდეგაც ამირან ძაბუნიძემ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პასუხისმგებლობა სრულად აქვს გააზრებული.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის პროცედურის ანალოგიით წარიმართება, როცა კანდიდატს განსაზღვრული დროის ფარგლებში კითხვებს დაუსვამენ ფრაქციებისა და პოლიტიკურ ჯგუფების წარმომადგენლები და ასევე უფრაქციო დეპუტატები.

გასაუბრების პროცესში კითხვების დასმის შესაძლებლობა ასევე ექნებათ არასაპარლამენტო სუბიექტების, კერძოდ: ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, სახალხო დამცველის ოფისის, არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ამირან ძაბუნიძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად 20 დეკემბერს წარუდგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა