მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე

თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

ყიფშიძის თქმით, კლინიკის დირექტორის ეს განცხადება ძალიან აღმაშფოთებელი იყო.

„არ ვიცი, ასეთი შეზღუდვების მიღების უფლება რამდენად აქვს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას. თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი- ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

რაც შეეხება ჰოსპიტლის ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთა, ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, გოგორიშვილმა თქვა, ის, რაც თქვა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

„არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ როცა ვნახე ეს ქალბატონი კამერების წინ, ადამიანურად ძალიან დამწყდა გული", - განაცხადა ყიფშიძემ.

რაც შეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ყიფშიძის თქმით, მას არ უნახავს პაციენტი, „მაგრამ სიტუაცია ალბათ ბევრად დამძიმებულია".

„რამდენჯერაც არ შემიშვეს ამ თუ იმ ციხეში პრეზიდენტის სანახავად, ყოველთვის რაღაც მოხდა, საუბედუროდ", - აცხადებს ყიფშიძე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 4 საათიდან 6 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე

თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინდოდა, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მალხაზ ურთქმელიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სააკაშვილთან ვიზიტებისთვის შესვლის დრო იზღუდება.

ყიფშიძის თქმით, კლინიკის დირექტორის ეს განცხადება ძალიან აღმაშფოთებელი იყო.

„არ ვიცი, ასეთი შეზღუდვების მიღების უფლება რამდენად აქვს გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაციას. თუ ვერ შევალ და ავადმყოფს ვერ ვნახავ, მაშინ, რისი პირადი ექიმი ვარ, ვერ გავიგე. მანამდე საშუალება მქონდა შევსულიყავი, როცა მინოდა. არ მქონდა შეზღუდული საათები. რუსთავის ციხეში ნამდვილად არ მქონდა შეზღუდვები, მაგრამ გლდანის ციხეში კი, ერთი- ორჯერ არ შეგვიშვეს. ეს კი, სრულიად ახალი რაღაც არის", - აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.

რაც შეეხება ჰოსპიტლის ექიმის, ნინო გოგორიშვილის განცხადებას, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით გააკეთა, ნიკოლოზ ყიფშიძის აზრით, გოგორიშვილმა თქვა, ის, რაც თქვა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ.

„არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ როცა ვნახე ეს ქალბატონი კამერების წინ, ადამიანურად ძალიან დამწყდა გული", - განაცხადა ყიფშიძემ.

რაც შეხება სააკაშვილის მდგომარეობას, ყიფშიძის თქმით, მას არ უნახავს პაციენტი, „მაგრამ სიტუაცია ალბათ ბევრად დამძიმებულია".

„რამდენჯერაც არ შემიშვეს ამ თუ იმ ციხეში პრეზიდენტის სანახავად, ყოველთვის რაღაც მოხდა, საუბედუროდ", - აცხადებს ყიფშიძე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ვიზიტორთა შესვლა 4 საათიდან 6 საათამდე იქნება შესაძლებელი. შეზღუდვა შეეხება შაბათ-კვირასაც.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია