გიორგი ბოტკოველი - სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 150-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს, 20-ზე მეტმა პირმა შეწყვიტა შიმშილობა, 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ზოგიერთმა მოშიმშილემ შიმშილობა შეწყვიტა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, 7 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ ექიმების რეკომენდაციების საფუძველზე, შიმშილობა შეწყვიტეს.

„გარდა იმისა, რომ სასწრაფო დახმარების მანქანებით გადაიყვანეს ამ დღეების განმავლობაში ადამიანები, ასევე მიეცათ რეკომენდაცია, რომ შიმშილობა შეეწყვიტათ. ასეთი რეკომენდაციის საფუძველზე 20-ზე მეტმა ადამიანმა შეწყვიტა შიმშილობა, ხოლო 7 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათაც რა თქმა უნდა, შეწყვიტეს შიმშილობა. ყოველ დილით და ყოველ საღამოს სისტემატურად მიმდინარეობს თითოეული ადამიანის კონტროლი, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება. ადამიანების ნაწილი სისუსტეს გრძნობს, მაგრამ შემართება და მიზანი იმ სიმხნევეს აძლევთ, რომ ისინი შიმშილობას არ წყვეტენ. ყველა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. დღის განმავლობაში მათ სხვადასხვა კვლევები უტარდებათ და აქედან გამომდინარე, შემდგომ გაიცემა რეკომენდაციები. 150-ზე მეტი ადამიანი შიმშილობს, ჩვენ ყოველ დილით და ყოველ საღამოს აღვწერთ მათ, ახლა უნდა აღვწეროთ და ჯერ ზუსტი ციფრის თქმა არ შემიძლია“,-განაცხადა ბოტკოველმა.

მისი თქმით, მოშიმშილე ლიდერები ჯერჯერობით თავს კარგად გრძნობენ.

„ჯერჯერობით, მხნედ ვართ და შიმშილობას ვაგრძელებთ. დღეს გეგმა ერთია- უნდა გათავისუფლდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მას მიეცეს საშუალება, გააგრძელოს მკურნალობა, ეს არის მთავარი მოთხოვნა. ამ ქვეყანაში რომ უნდა არსებობდეს სამართლიანი სასამართლო, ეს არის ამ ბრძოლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ერთ-ერთ მთავარი მიზანი“,-განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა