ნათია თურნავა - საამიროების ეროვნულ ნავთობკომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების საკითხები განვიხილეთ

არაბთა გაერთიანებული საამიროებში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საამიროების ეროვნული ნავთობკომპანიის (ENOC) ხელმძღვანელებთან. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციაში შედიოდნენ ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, აგრეთვე სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

„ეს არის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრეიდერი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც, ზოგადად, ენერგეტიკაში მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმის. კომპანია დაინტერესებულია ჩვენი დერეფნით და, აქედან გამომდინარე, ვისაუბრეთ ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნული ნავთობკომპანია ENOC დაარსების დღიდან დუბაის მთავრობის განკარგვაშია. კომპანიის ბიზნესინტერესები მოიცავს ნავთობის და გაზის ძიება-მოპოვებას, გადამუშავებას და ვაჭრობას, სატერმინალო მომსახურებას, საავიაციო და საპოხ-საცხები მასალებით ვაჭრობას.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შემდგომი თანამშრომლობის საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტების ევროპის ბაზარზე გატანის მიმართულებით. ითქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგრძელდება მუშაობა, რომლის დროსაც შესწავლილი იქნება სამომავლო კომერციული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა