პარლამენტმა საქართველოს  საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელ ზოგიერთ ნორმასთან, გარდამავალ პერიოდში ცესკოს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელებასთან და გარდამავალ პერიოდში ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით მათიკაშვილმა განმარტა, კანონპროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული გარკვეული პროცედურული საკითხების დაზუსტებას, რომლებიც გამოიყენება როგორც მორიგი, ასევე რიგგარეშე და შუალედური არჩევნების ჩატარებას.

„წარმოდგენილი კანონპროექტი ემსახურება არჩევნების შეფერხების გარეშე ჩატარებას, და ტექნიკურად გამართული სარჩევნო პროცესის წარმართვას. კანონპროექტის მიღების შედეგად გასწორდება ტექნიკური და პროცედურული ხარვეზები. ზუსტდება საარჩევნო პროცესის დროს, არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე ვინ არ შეიძლება იყოს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელი. განისაზღვრება, რომ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებისას, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, კომისიის წევრთა რაოდენობა ნაცვლად, 12-მდე შევსებისა 17-მდე შეივსება. საარჩევნო კომისიის წარმომადგენლად არ შეიძლება დაინიშნოს ამავე საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩეული პირველ ტურში წარდგენილი კანდიდატი. ზუსტდება საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან, საქართველოს პარლამენტის მომდევნო პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნების დანიშვნის დღემდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების გასამართად გამოსაყენებელი ზოგიერთი ნორმა. გარდამავალ პერიოდისთვის დგინდება ცესკოს მიერ ზოგიერთი პროცედურის ელექტრონული საშუალებებით განხორციელების შესაძლებლობა და გარდამავალი პერიოდისთვის განისაზღვრება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

წარმოდგენილ კანონპროექტს პარლამენტის წევრებმა 82 ხმით, 1-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა